Daily Archives: ოქტომბერი 9, 2018

ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები) ყოველთვის თავად ზრუნავდა სახლის მორთვასა და მასში იმ გარემოს შექმნა-დამკვიდრებაზე, რომელიც მის ზღაპრულ და ფანტასტიკურ წარმოსახვას შეესაბამებოდა.

ფრიდრიხ I ბარბაროსას შესახებ…

საღვთო რომის იმპერიის ამაყმა იმპერატორმა - ფრიდრიხ I ბარბაროსამ (1122-1190 წლები), რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – ადრიანე IV-ს პირველივე შეხვედრის დროს აგრძნობინა, რომ მისი თანასწორი იყო.

„დამაკვირდი”

1. „არავის შეუძლია და უფლებაც არა აქვს, გულგრილი დარჩეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უყვარს”. – საბაჰათინ ალი

სიუზენ მადორა სალტერი – „ეპიზოდი”

ინგლისელი კოლონისტების შთამომავალი ქალი – სიუზენ მადორა სალტერი (1860-1961 წლები) ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მანდილოსანია, რომელიც ქალაქის მერად იქნა არჩეული 1887 წელს.

ჩარლზ ბუკოვსკი – „ეპიზოდი”

„მე ძალიან არასასიამოვნო ადამიანი ვარ – ეს ყველასთვის ცნობილია. ჩემთვის მარტივია მაწანწალებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან თავადაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესებისა და კანონების დაცვა, მორალი და რელიგია. არასოდეს მივცემ საზოგადოებას უფლებას, რომ თავის მსგავსად მაქციოს”. – წერდა გერმანული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი და პოეტი – ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994 წლები).

პავლე I-ის შესახებ…

პავლე I (1754-1801 წლები) რუსეთის იმპერიას სულ რაღაც – 4 წლის 4 თვისა და 4 დღის განმავლობაში განაგებდა.