Daily Archives: ოქტომბერი 20, 2018
სიუს ინდიელი ხალხი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რეზერვაციაში მყოფ – სიუს ინდიელ ხალხს, სხვა აუცილებელ პროდუქტებთან ერთად, მწვანე მარცვლოვან ყავასაც აწვდიდა, მაგრამ წითელკანიან ინდილეთაგან არავინ იცოდა, რომ ჯერ მარცვლები უნდა მოეხალათ და შემდეგ დაეფქვათ, ვიდრე მას საჭიროემისამებრ გამოიყენებდნენ.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, ნატურალისტისა და მოგზაურის – ჯერალდ დარელის ლიტერატურულ ქმნილებაში, სახელწოდებით – „მთვრალ ტყეში”, მთავარმა მოქმედმა გმირმა (თავად ავტორმა), რომელიც წიგნის სიუჟეტის მიხედვით უცხოეთში იმყოფებოდა, ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს, წარმომავლობით ინგლისელს (თანამემამულეს), სახელად – ჯეკის, შემდეგი სიტყვით მიმართა – „ჩვენში ნაციონალური თამაშია ფეხბურთი, ამათთან – რევოლუციაო”.
ჯავშნოსნები – „ეპიზოდი”
ამერიკული არასრულკბილიანების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველი - ჯავშნოსანი, რომლის გავრცელების არეალებია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე არსებული უდაბნოები, სტეპები, სავანები და ტყეები, ერთობ ამაზრზენი საკვები მენიუთი გამოირჩევა.
ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერლის, პროზაიკოსისა და დრამატურგის – ანტონ ჩეხოვის (1860-1904 წლები) ერთ-ერთ თვისებას განსაკუთრებული მოკრძალებულობა წარმოადგენდა.
სემუელ ლუკ ფილდსი – „ექიმი”
„ექიმი” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვარ-ილუსტრატორის – სემუელ ლუკ ფილდსის (1844-1927 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სოციალური რეალიზმის ჟანრის შემცველ შედევრ-ტილოს.
მაქსიმ გორკი – „ეპიზოდი”
ღარიბი რუსი დურგლის – მაქსიმ პეშკოვის ვაჟი – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები), რომელმაც შემდგომში სახელი გაითქვა, როგორც გამოჩენილმა მწერალმა, სამი წლის ასაკში ქოლერის საშინელი ინფექციური დაავადებით დასნეულდა.
მარსი – „ეპიზოდი”
„წითელ პლანეტად” წოდებული მზის სისტემის სიდიდით მეშვიდე პლანეტის - მარსის არსებობის შესახებ ინფორმაცია კაცთა მოდგმამ ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო.