Daily Archives: დეკემბერი 31, 2020

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ესეც იცოდეთ – მხოლოდ ზნემაღალნი, დიდსულოვანნი უძლებენ დრო-ჟამის ვარამს… არ იმღვრევიან, არ მწარდებიან, არ კნინდებიან!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)

ედმუნდ რკინისმხარა – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ინგლისის მეფემ – ედმუნდ უესექსმა (988-1016 წლები), თავისი მეტსახელი – „რკინისმხარა” იმ გარემოების გამო მიიღო, რომ არასოდეს ჩნდებოდა ქვეშევრდომთა წინაშე აბჯრის გარეშე.

ვაჟა ჩორდელის ჩანაწერებიდან…

„ერთი დოქი ღვინო, ყველის ნაჭერი, პური და, რაც ყველაზე მთავარია: კეთილი გული. თუ მაინცადამაინც, ხახვის ძირი თავის ნოშოიან-ფოჩიანად, ა, ეგ არის და ეგ. ამნაირი პურმარილია გემრიელი, თვარა, ხბო და გოჭ-ქათამი თუ გაჟლიტე, სულიერი თუ უსულოდ აქციე, ოჯახი თუ დააქციე, რაღა ფასი აქვს მაგნაირ ქეიფს, შე კაი კაცო, შენა!”

ქართველი ხაბაზის დიდებული მონოლოგი

„ – კოლუმბიც ვიცი და აგერ აქით, პეტრე დიდიც… უფრო მეტი ვიცი: პურში და ღვინოში არ უნდა მოატყუო კაცი!

ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ინგლისის მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი (1491-1547 წლები), არა მხოლოდ მუსიკაზე ფანატიკურად შეყვარებულ მონარქს წარმოადგენდა, არამედ თავადაც კარგი მუსიკოსი იყო.

ევალდ იურგენ ფონ კლეისტი – „ეპიზოდი”

ელექტრობითა და ელექტრული ენერგიის სათავისოდ გამოყენებით კაცობრიობა ისტორიის უძველესი ეპოქებიდან დაინტერესდა.