Daily Archives: დეკემბერი 25, 2020
ფაინა რანევსკაია – „ეპიზოდი”
მოსკოვის დრამატულ თეატრში მოღვაწეობის პერიოდში, ებრაული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული რუსი მსახიობი ქალი – ფაინა რანევსკაია (1896-1984 წლები), იმდენად ავტორიტეტული პერსონა გახლდათ, რომ თეატრის ადმინისტრაცია დასში შემავალ მსახიობებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს სწორედ მას უხდიდა.
ჟან კოკტო – „ეპიზოდი”
„პირადად მე ძაღლებს კატები მირჩევნია თუნდაც იმიტომ, რომ პოლიციელებს კატები არა ჰყავთ”. – აღნიშნული სიტყვების ავტორი გახლავთ გამოჩენილი ფრანგი მწერალი და XX საუკუნის ფრანგული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა – ჟან მორის ეჟენ კლემან კოკტო (1889-1963 წლები).
რომის საღვთო იმპერიის საიმპერატორო კარის ეტიკეტი – „ეპიზოდი”
რომის საღვთო იმპერიას იმდენად დიდი ავტორიტეტი და გავლენა გააჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე XVII საუკუნეში, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ვალდებულები იყვნენ გზა დაეთმოთ ავსტრიელი დიპლომატების ძვირფასი კარეტებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სკანდალი გარანტირებული იყო.
ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული იმპერატორი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები), ვინაც კარგად უწყოდა ბეჭდური მედიის გავლენის ძალა საზოგადოებაზე, არასოდეს არ წყალობდა პრესას. ის კი არადა, ამ უდიდეს მხედართმთავარს მსოფლიო ისტორიაში, ნამდვილი ომი ჰქონდა გამოცხადებული „მეოთხე ხელისუფლებასთან”.
შარლოტა კორდე – „ეპიზოდი”
1793 წლის 13 ივლისს 24 წლის ასაკში მყოფმა გოგონამ – მარი ანა შარლოტა კორდე დ’არმონმა, საკუთარი სახლის აბაზანაში დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთ უსასტიკეს და დაუნდობელ ლიდერს – ჟან პოლ მარატს.
ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „კაცი კაცითა”
„ცხოვრება დიდი და ამღვრეული მდინარეა, ადამიანი – ზედ ატივტივებული პატარა ნაფოტი”.
„ყავის სახლი” – (ეპიზოდი)
ისტორიაში პირველი „ყავის სახლი” (ყავახანა) ოსმალეთის იმპერიის ლეგენდად ქცეულ დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გაიხსნა 1554 წელს.