Monthly Archives: ივნისი 2022
ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„ცხოვრებას ერთი შესანიშნავი თვისება აქვს – თავისი ადგილი მიუჩინოს ყველა გაყოყოჩებულსა და ქედმაღალს”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„უცნაურია სწავლამოძალებული ადამიანი: როგორც კი გათვითცნობიერდება, მაშინვე უნდა იმ ცოდნის გამომჟღავნება – სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ქვეყნად ყველაზე რთული და ძნელი საქმე სიმართლის ანუ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი სიმართლე ფეხებზე ჰკიდია შენს განმსჯელს”.
ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…
„რანაირია ადამიანი? ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი; ხსოვნით კი ცუდი უფრო ახსოვს, ვიდრე კარგი”. – (ალკიბიადესი)
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ – ეჰე, ეგრე ყოფილა ოდითგან – ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს, ყველამ თავისი ძეობა ილხინოს, წისქვილმა კი ფქვას და ფქვას”.
ამონარიდები ნიკო კეცხოველის წიგნიდან – „მეცხრე მთაც გადავიარეთ”
„ცხოვრებას კი არ უნდა მიჰყვე, ზოგჯერ უნდა გაასწრო კიდეც”.
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„სიმართლის ხმამაღლა წარმოთქმა უფრო ძნელი ყოფილა, ვინემ ხმალამოწვდილ მტრებთან შერკინება”.
ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„გასახარელი ამბავია, რომ ზოზინით მიდის და ძალზე იგვიანებს ხოლმე, თურმე სამწუხარო და საუბედურო ელვის სისწრაფით მიეახლება ადამიანს”. – (ისიკუმბა)