Tag Archives: გეოგრაფია
“ლათინური ამერიკის” შესახებ…
“ლათინური ამერიკის” გეოგრაფიული სახელწოდებები წარმომავლობის მიხედვით,შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს: მკვიდრი ინდიელი მოსახლეობის მიერ შერქმეული სახელები და ის სახელები,რომლებიც ევროპელებმა შეიტანეს.ლათინურ ამერიკაში,ინდიელთა ენაზე ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდებაა:
“პანტანალის ჭაობი”
“პანტანალის ჭაობი” - მდებარეობს ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე,ასევე ბოლივიის ტერიტორიაზე და წარმოადგენს მდინარე პარაგვაის აუზს.იგი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია
“პტოლემეს კოსმოგრაფია”
ერთ-ერთი უდიდესი ალექსანდრიელი ასტრონომის,მათემატიკოსისა და გეოგრაფის - კლაუდიუს პტოლემეს,მიერ შექმნილი ატლასი,სათავედ დაედო ბოლონიაში 1477 წელს გამოცემულ გეოგრაფიულ წიგნს -“კოსმოგრაფია”,სადაც პტოლემეს (87-165 წლები) მიერ შედგენილი ატლასის ზუსტი ასლია აღებული.
ულუდაგი
ულუდაგი - საშუალო სიმაღლის მქონე მთის ქედების მასივია მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში (თურქეთი).
მდინარე “ავი”
“ავი” - წარმოადგენს იმ მდინარეს,რომელიც პორტუგალიაში მიედინება (მინიუს რეგიონში).სათავეს იღებს სერა-დე-კაბრეირას მთებიდან 1200 მეტრ სიმაღლიდან (ვეირა-დუ-მინიოს მუნიციპალიტეტი).
იეკულსაუ-აუ-ფიედლუმი
იეკულსაუ-აუ-ფიედლუმი - წარმოადგენს სიდიდით მეორე მდინარეს,ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – ისლანდიაში.ჩაედინება სკიაულფანდის ყურეში,რომელიც თავის მხრივ ნორვეგიის ზღვის აუზია.
“კოტოპახის ვულკანი”
“კოტოპახის ვულკანი” - მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე,სახელმწიფო ეკვადორში,პროვინცია კოტოპახში.
“რუბ-ელ-ხალის უდაბნო”
“რუბ-ელ-ხალის უდაბნო” - (არაბულ ენაზე აღნიშნავს ცარიელ კვარტალს),მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში,არაბეთის ნახევარკუნძულზე.კერძოდ საუდის არაბეთის,ომანის,იემენისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტერიტორიაზე.
“ოიკუმენე”
“ოიკუმენე” - შესაძლოა მოვიხსენიოთ ასევე,როგორც – ოკუმენა.კულტურული ოეკუმენე ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს – ვცხოვრობ,ვბინადრობ.იგი წარმოადგენს ტერმინს,რომელიც იხმარება დედამიწის ადამიანებით დასახლებული ადგილების აღსანიშნავად.
“საკაგავეია”
“საკაგავეია” - მოიხსენიებდნენ ასევე როგორც – “საკაჯავეია”,დაიბადა დაახლოებით 1788 წელს.იგი გახლდათ ინდიელთა “ჩრდილო შოშონების” ტომის ქალი,მცხოვრები თანამედროვე ამერიკის შტატის აიდაჰოს ტერიტორიაზე.