ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა…

1. “ორმა რამემ,ძილმა და ქალისადმი ლტოლვამ,ყველაზე მეტად მაგრძნობინა,რომ მე ადამიანი ვარ; დაღლილობა და ვნებათაღელვა სწორედ ადამიანური ბუნების თანდაყოლილი უმწეობის შედეგი არის”.

ალექსანდრე მაკედონელი და გიმნოსოფისტები

აზიის ლაშქრობისას,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა – ალექსანდრე მაკედონელმა,ტყვედ აიყვანა ის ათი ინდოელი გიმნოსოფისტი (ასე მოიხსენიებდნენ იმ ასკეტ-ფილოსოფოსებს,რომლებიც არ ატარებდნენ ტანისამოსს),რომლებმაც ძალიან ბევრი ვნება მიაყენეს არა მარტო პირადად ალექსანდრეს,არამედ მაკედონელთა არმიასაც.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალური იტალიელი პოეტი,მწერალი და ავტორი “ღვთაებრივი კომედიისა” – დანტე ალიგიერი,ცოდნას – “ანგელოზების პურს” უწოდებდა.

ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას თხზულებიდან – „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ”

ადრეული ჰუმანიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი მოაზროვნე – ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა (1463-1498 წლები), მის მიერ 1496 წელს გამოქვეყნებულ თხზულებაში – „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ”, რომელსაც ერთგვარ მანიფესტად მოიხსენიებენ დღემდე, შემდეგ აზრს აყალიბებდა:

ლეონარდო და ვინჩის გენიალური ქმნილების – “საიდუმლო სერობის” შესახებ…

1496 წელს მილანის ჰერცოგმა სფორცების დინასტიიდან – ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ – ბეატრიჩე დ’ესტემ,გადაწყვიტეს რომ სფორცების საგვარეულო საძვალედ მიჩნეულ სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელზე “საიდუმლო სერობის” ფრესკა გამოესახათ.

ომარ ხაიამი – “საცოდავია”

საცოდავია,ვისაც ტრფობის ჭირი და სნება,

არ განუცდია,არ ჰქონია ამისგან ვნება.

„რუხი კარდინალი”

„რუხი კარდინალი” – წარმოადგენს იმ გავლენიან პიროვნებას (განსაკუთრებით – პოლიტიკაში), რომელსაც არ გააჩნია რაიმე ოფიციალური და ფორმალური სახელმწიფო თანადებობა და მიუხედავად ამისა, ჩრდილიდან (გარე თვალისაგან) შეუმჩნევლად მართავს ამა თუ იმ მოვლენასა და პროცესს.

“სიბრძნის წუთი”

ერთ ბრძენთან,მშობლებმა,ორი ახალგაზრდა ყმაწვილი მიიყვანეს და მათთვის განათლების მიცემაში დახმარება სთხოვეს.ბრძენმა თხოვნა შეისმინა და ორივე შეგირდად აიყვანა.შეგირდებიდან,ერთი მათგანი ნიჭიერი იყო,თუმცა ძალიან ზარმაცი,ხოლო მეორე უნიჭო,მაგრამ სწავლას ძალიან მოწყურებული.რამდენიმე ხნის შემდეგ,ბრძენმა ორივე შეგირდი თავისთან იხმო:

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1.  ”თუკი ვინმე საოცარი ღირსებითაა შემკული,მას ნაკლსაც ადვილად გამოუნახავენ,რადგან სწრაფად მორბენალი შური და ღვარძლი ყოველთვის წინ უსწრებს ძლივს მოჩანჩალე აღფრთოვანებასა და ქებას”.

“დამაკვირდი”

1. ”მთავარი აზრი ცხრაკლიტურში უნდა ჩარაზო,რადგანაც ზოგიერთი ადამიანი საგანთა დასახელების ცოდნასაც კი არ იმსახურებს”. – ჰერმეს ტრისმეგისტი