“კოკენჰოფის ყვავილთა ბაღი”

“კოკენჰოფის ყვავილთა ბაღი” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ევროპის ბაღი” (Garden of Europe),წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ულამაზეს ბაღნარს (ყვავილთა ბაღს) ნიდერლანდებში.

მოჰამედ ალ-ბარადეის მოსაზრებები…

1. “როდესაც “ცივი ომი” დასრულდა,ჩვენ დავანგრიეთ კედელი,რომელიც ჰყოფდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს.თუმცა,სამწუხაროდ დაგვავიწყდა აგვეგო ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს – მდიდრებსა და ღარიბებს შორის”.

ჯოზეფ რაიტი – “მირავანი”

“მირავანი” - სრული სახელწოდება გახლავთ “მირავანი ხსნის აკლდამას საკუთარი წინაპრებისა” – ინგლისურ ენაზე “Miravan Breaking Open the Tomb of his Ancestors in Sesarch of Wealth”,წარმოადგენს დიდებულ ნამუშევარს,გენიალური ინგლისელი მხატვრის - ჯოზეფ რაიტისა (1734-1797 წლები).

“მზის ეტლი”

“მზის ეტლი” - ინგლისურ ენაზე “Trundholm sun chariot”,წარმოადგენს მინიატურულ სკულპტურულ გამოსახულებას “ბრინჯაოს ხანის” ეპოქისა.იგი აღმოჩენილ იქნა 1902 წელს,ერთ-ერთი გლეხის მიერ ტრუნდჰოლმის ჭაობში (ბალტიის ზღვაში მდებარე გრენლანდიის შემდეგ ყველაზე დიდი კუნძულის ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე).

ლუის რაფაელ სანჩესი

ლუის რაფაელ სანჩესი - დაიბადა 1936 წლის 17 ნოემბერს უმაკაოში (პუერტო-რიკო).იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პუერტორიკოელ მწერალსა და დრამატურგს.1956-1960 წლებში სწავლობდა პუერტო-რიკოს ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში,სადაც სახვით ხელოვნებაში ბაკალავრის ხარისხი აიღო.

“ევერესტის დალაშქვრის შესახებ”

ჰიმალაის მთებში მდებარე,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი - “ევერესტი”(ჯომოლუნგმა),რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 8,848 მეტრს შეადგენს,კალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა ამერიკელმა 13 წლის ასაკში მყოფმა ჯორდან რომერომ,მამასთან და ექსპედიციაში მყოფ სხვა უფროსი ასაკის ალპინისტებთან ერთად 2010 წლის 22 მაისს დალაშქრა.

იცით თუ არა,რომ

1. “ცელოფანი” (გამჭირვალე წყალგაუვალი მასალა,რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით),პირველად გამოგონებულ და შექმნილ იქნა,ცნობილი შვეიცარიელი გამომგონებლისა და საფეიქრო ინჟინრის – ჟაკ ედვინ ბრანდერბერგერის მიერ 1908-1911 წლებში.

“პილატეს სახლი”

“პილატეს სახლი” - ესპანურ ენაზე “Casa de Pilatos”,წარმოადგენს დიდებულ სასახლეს და ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობას ესპანური ქალაქის სევილიისა.აღნიშნული სახელწოდება სასახლეს ეწოდა იმის გამო,რომ გადმოცემის თანახმად,იგი გახლავთ ზუსტი ასლი,იუდეაში რომის პრეფექტისა და იესოს ჯვარცმის ბრძანების გამცემის პილატე პონტიელის სასახლისა.

“დამაკვირდი”

1. „შენი რელიგიური გრძნობების სიძლიერეში ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში დარწმუნდები, როდესაც შენს წინაშე წარსდგება სასულიერო პირი შესაწირის თეფშით, მაშინ, როდესაც ჯიბეში მხოლოდ და მხოლოდ ასდოლარიანი კუპიურები გიდევს”. – ჯონ ფოსტერ დალესი

რაბინდრანათ თაგორის ნააზრევი…

“არაფერია სამყაროში,ყოველივე ჩემშია მოცემული, – ასეთი განწყობილება ახასიათებს გარკვეულ ასაკს,როცა გული პირველად იღვიძებს,ხელს უწვდის მთელ სამყაროს და სურს,ჩაიხუტოს ის,ასევე ბალღსაც,რომელსაც კბილები ამოსდის,ეჩვენება,რომ ყველაფერი მისი ღრძილებისთვისაა განკუთვნილი და ამიტომაც ყველაფერს პირისაკენ მიაქანებს.