Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები კამილო ხოსე სელას მოთხრობებიდან…
“იმაზე უარესი არაფერია,როდესაც ადამიანი თანდათანობით რწმუნდება თავის უმაქნისობაში.თუ უცებ დარწმუნდა,ნუ გეშინიათ,მაშინვე დაავიწყდება.მაგრამ თუ ამას მიხვდა ნელ-ნელა,თანდათანობით,მაშინ საქმე ცუდადაა.მაშინ ისე ჩაუჯდება ტვინში,ვეღარავინ აღმოფხვრის და იგი ჩამოხმება,გაფითრდება,დასჩემდება უძილობა,დამნაშავეთა სენი,მაშინ მისი საქმე წასულია”. – (საიდუმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე)
ამონარიდი კამილო ხოსე სელას მოთხრობიდან – “ოჰ,ეს თხები!”
” – სენიორებო,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მარცხი ემუქრება,ეს ძველისძველი მოვლენაა და დროა,თავი ვანებოთ წუწუნს და გამოსავალი ვეძებოთ.ბევრს არ ვილაპარაკებ და ორი სიტყვით დაგიხატავთ იმ ერთადერთ ღონისძიებას,რაც მთავრობისგან უნდა მოვითხოვოთ: მეგობრებო,ესპანეთში დაუყონებლივ უნდა გავანადგუროთ თხები.
ოთარ ჭილაძის რომანიდან – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”
„ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია.
ამონარიდი უილიამ შექსპირის გენიალური ტრაგედიიდან – „შექსპირი”
„ამ თავს ერთხელ პირში ენა სდებია და სიმღერაც შესძლებია. როგორ ისვრის ეს ბრიყვი მიწაზედ, თითქო პირველ კაცისმკვლელის კაენის თავი იყოსო. ვინ იცის, იქნება ეს თავი პოლიტიკოსის თავი იყო და ეს ვირი როგორ უმართებულოდ ეპყრობა! იქნება თავის დროზედ იგი ღმერთთანაც გაბჭობას არ ერიდებოდა. არა, ჰორაციო?..
ტომას მაინ რიდის რომანიდან – “ოცეოლა”
“მხოლოდ გულნამცეცა ადამიანს ვერ გაამამაცებს სიყვარული,თორემ ლაჩარიც საყვარელი ქალის ღიმილით გამხნევებული,არნახულ გმირობას ჩაიდენს”.
ფლორბელა ეშპანკას შესახებ…
ფლორბელა ეშპანკა (1894-1930 წლები) – წარმოადგენდა იმ პორტუგალიელ პოეტ და მთარგმნელ ქალს,რომელმაც პორტუგალიის ისტორიაში პირველმა დაამთავრა სრული კურსი ლისაბონის უნივერსიტეტისა (იურიდიული ფაკულტეტი).
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ყველაფერი სიცრუეა,ყველაფერი ოცნებაა,ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც გეჩვენებათ.თქვენ გგონიათ ის საუცხოოდ შეკერილი სერთუკით მოსეირნე ვაჟბატონი მდიდარია?! არა,მხოლოდ ეს სერთუკია მისი მთელი ავლადიდება.იქნებ გგონიათ,რომ ორი ჩასუქებული კაცი,რომლებიც მშენებარე ეკლესიის წინ შეჩერებულან,მის არქიტექტურაზე მსჯელობენ?! არა,ისინი ერთმანეთის პირდაპირ უცნაურად ჩამომჯდარ ორ ყვავზე ლაპარაკობენ.
გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”
“მაშ რისთვისღა ჰყავდა ხალხებს წინასწარმეტყველები,რისთვისღა თქვა საკუთარ არსებაზე უარი ბუდამ,ან ქრისტე რად ეწამა ჯვარზე,ან მაჰმადმა რაღად იქადაგა ახალი სარწმუნოება,თუ ადამიანების მოქმედების განმსაზღვრელად ისევ და მაინც ერთიმეორის კვლა და მტრობა,ერთი ერის მიერ მეორეზე ბატონობა დარჩებობა?!
ჰანს ვერნერ რიხტერის რომანიდან – “არა კაც ჰკლა”
“რის ბედი,რა ბედი,უბრალოდ თავი უნდა გებას კაცს”.