Tag Archives: საინტერესო ფაქტები

მილარდ ფილმორი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-13 პრეზიდენტის – მილარდ ფილმორის (1800-1874 წლები) ერთ-ერთ მასწავლებელს ნიუ-ჰოპის აკადემიაში სწავლის პერიოდში წარმოადგენდა ბაპტისტი სასულიერო პირის ქალიშვილი – ებიგაილ პაუერსი.

ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”

მდინარე ილმზე განთავსებულ ქალაქ – ვაიმარში 1787 წელს ვიზიტით მყოფ გენიალურ გერმანელ პოეტს,დრამატურგსა და ფილოსოფოსს – ფრიდრიხ შილერს (1759-1805 წლები),რომელიც უკვე ტუბერკულოზის საშინელი სენით იყო დაავადებული,მისი შემოქმედებისა და ტალანტის მოტრფიალე დიდი ჰერცოგი ეწვია.

პითაგორა სამოსელი – „ეპიზოდი”

რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით,პირველი ადამიანი ევროპაში,რომელმაც ცხოველური წარმომავლობის მქონე პროდუქტების ჭამისაგან მორალური პრინციპების გამო თავი შეიკავა და შესაბამისად,პირველი ევროპელი ვეგეტარიანელი გახდა,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი – პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 580-500 წლები) იყო.

ჰაინრიხ ფონ კლაისტი – „ეპიზოდი”

გამოჩენილი გერმანელი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი - ჰაინრიხ ფონ კლაისტი (1777-1811 წლები),რომელთან თანამშრომლობაზეც თავის დროზე უარი განაცხადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, 1810 წელს დაუმეგობრდა კიბოს საშინელი სენით დაავადებულ გოგონას – გენრიეტა ფოგელს,რომელიც მალევე არა მხოლოდ მის უსაყვარლეს ადამიანად,არამედ პოეტის წერადაც იქცა.

ლუიშ დი კამოენსის შესახებ…

პორტუგალიური ლიტერატურისა და პოეზიის ბუმბერაზს,თანამედროვე პორტუგალიური ენის ფუძემდებელსა და შედევრი-პოემის – „ლუზიადების” ავტორს – ლუიშ დე კამოენსს (1524-1580 წლები),რომელმაც თავის უკვდავ ქმნილებაში პორტუგალიის მიერ აღსრულებულ დიად საქმეებს უგალობა და ხოტბა შეასხა

XVII საუკუნის საფრანგეთში მიღებული თავაზიანობის ერთ-ერთი წესი

XVII საუკუნის საფრანგეთში კეთილშობილი და ზრდილი მამაკაცი თავის დღეში არასოდეს მიუჯდებოდა სუფრას თავშიშველი,რადგან ასე მოითხოვდა იმ პერიოდში დამკვიდრებული წესი.

კარლ მარქსი – „ეპიზოდი”

ლონდონში ცხოვრების პირველ ათ წელიწადში,კომუნიზმის თანამედროვე იდეების ფუძემდებელ ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ თეორიტიკოსს – კარლ მარქსს (1818-1883 წლები) გარდა უკიდურესი სიდუხჭირისა,განუზომელი ტრაგედიებიც დაატყდა თავს.

როგორ შეალახინა კურტიზან ქალს არისტოტელემ საკუთარი ღირსება?

როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ერთობ უარყოფითი და ცივი დამოკიდებულება გააჩნდა.

შუა საუკუნეების მოკლე საწოლების შესახებ…

შუა საუკუნეებში აგებული ევროპული ციხესიმაგრეებისა თუ სასახლეების დათვალიერებისას მნახველს თვალში უცილობლად მოხვდება საძინებლებში განთავსებული მოკლე საწოლები.

პეტრე ტიტელმანი – „ეპიზოდი”

ერთხელ უკიდურესი სისასტიკით ცნობილი ნიდერლანდელების მთავარი ფლანდრიელი ინკვიზიტორი – პეტრე ტიტელმანი (1501-1572 წლები) „წითელ კვერთხად” წოდებულ სისხლის სამართლის დაუნდობელ მსაჯულს ქუჩაში შემთხვევით გადაეყარა.