Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ნეკროკრატია

ნეკროკრატია – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ითარგმნება,როგორც – „მკვდრების ძალაუფლება”.იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ისეთ უჩვეულო ფორმას,რომელშიც ქვეყნის მმართველის ფუნქციას რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – გარდაცვლილი ადამიანი ასრულებს.

ნაბუქუდონოსორ II – „ეპიზოდი”

ისევე როგორც სხვა უამრავ მოკვდავს,ბიბლიასა და დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში არაერთხელ მოხსენიებულ ახალი ბაბილონის სამეფოს მეფეს – ნაბუქუდონოსორ II-ს (ძვ.წ.აღ-ით 630-562 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აგება,ერთობ უცნაური ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა.

უცნაური გადასახადი

ბეღურების განსაკუთრებული მომრავლების მომიზეზებით, XVIII საუკუნეში გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებული ისტორიული ოლქის ვიუტემბერგის ხელისუფლებამ მოსახლეობას ერთობ უცნაური სახის გადასახადი დააკისრა.

ჯუზეპე პრინა – (ქოლგებით ჩაქოლილი იტალიის ფინანსთა მინისტრი)

1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა იტალიის სამეფოს ფინანსთა მინისტრად დანიშნა იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე,პროფესიით ექიმი - ჯუზეპე პრინა (1766-1814 წლები).საფრანგეთის არმიის მიერ იტალიის ოკუპაციის პირველ წლებში გრაფმა პრინამ უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე და პირადი ცხოვრებით დაკავდა.

რატომ იყო სსრკ-ში კორპუსების უმრავლესობა 9 სართულიანი?

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საბჭოთა ეპოქაში სამშენებლო ტრესტები საცხოვრებელი კორპუსების აბსოლუტურ უმრავლესობას 9 სართულიანებს აგებდნენ.მაინც რატომ ანიჭებდნენ საბჭოთა ინჟინრები 9 სართულიანი სახლების აგებას უპირატესობას?

ფეისალის შესახებ…

1964-1975 წლებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანას – საუდის არაბეთის სამეფოს განაგებდა საუდების დინასტიის ლეგენდარული მეფე - ფეისალი ბინ აბდულაზიზ ალ საუდი (1906-1975 წლები).

ჯალათი – „ეპიზოდი”

მრავალი ისტორიული წყაროს მტკიცებით, – ჯალათის,როგორც პროფესიის ჩამოყალიბება,პირველად ბალკანეთის ნახევარკუნძულის „თვალმარგალიტად” წოდებულ – ძველ საბერძნეთში განხორციელდა.

მექრთამეების კლასიკური დიალოგი რუსეთის იმპერიაში

ხაზინის ქურდობა და მექრთამეობა იმდენად იყო გაფურჩვნილი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში,რომ იმ პერიოდის რუსეთის იმპერიის სამთო დეპარტამენტის დირექტორმა –

აი,ქალაქის ნამდვილი მერი

„წარსულში,ქალაქი უხდიდა გასამრჯელოს მერს იმისათვის,რომ ის ქალაქის მერი იყო.ამჯერად კი,ქალაქის მერი უხდის ქალაქს ფულს იმისათვის,რომ იგი მერია”. – წერდა პოპულარული ამერიკული გამოცემა – „ნიუ-იორკ თაიმსი” ბოსტონში დაბადებული სახელოვანი ამერიკელი მეწარმის,მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისა და ნიუ-იორკის რიგით 108-ე მერის - მაიკლ რუბენს ბლუმბერგის შესახებ.

სტივენ დეკეიტერი – „ეპიზოდი”

XIX საუკუნის აშშ-ის საზღვაო ძალების ერთ-ერთმა საუკეთესო ოფიცერმა - სტივენ დეკეიტერმა (1779-1820 წლები),რომელმაც თავი გამოიჩინა მრავალი საზღვაო ბრძოლისას,