Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ანდრეი გონჩაროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ რუს თაეტრის რეჟისორსა და პუბლიცისტს - ანდრეი გონჩაროვს (1918-2001 წლები) ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა: როდესაც იგი ბრაზდებოდა,ყოველთვის ავიწყდებოდა იმათი სახელები და გვარები,ვისზეც რეჟისორი ბრაზობდა.

“ბეჭდების მბრძანებელი” – (ეპიზოდი)

1969 წელს ამერიკულმა კინოსტუდია – “United Artists”-მა სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სამხრეთ აფრიკაში დაბადებული დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) ქმნილების – “ბეჭდების მბრძანებლის” ეკრანიზაციის უფლება.

“შეშკოვსკის მექანიკური სავარძელი”

რუსეთის იმპერატორის – პეტრე I-ის ბრძანებით 1718 წლის 1 თებერვალს ჩამოყალიბებული იქნა – “საიდუმლო კანცელარია”,რომლის უმთავრეს მიზანსაც იმპერატორის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება წარმოადგენდა.

სავალალო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან…

ჭეშმარიტებაა,რომ არ შეიძლება იყოს კარგი ექიმი ის,ვინც არ არის კარგი ადამიანი.ადამიანები მედიკოსებს ანდობენ ყველაზე ძვირფასს,რაც კი გააჩნიათ – ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

რა უპასუხა მიქელანჯელომ ლეონარდო და ვინჩის?

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ახალგაზრდა ასაკში მყოფ გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და არქიტექტორს – მიქელანჯელო ბუონაროტის ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა აღორძინების ხანის ისეთ ტიტანთან,როგორიც გახლდათ – ლეონარდო და ვინჩი.

ივანე პავლოვი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გამოჩენილი რუსი ნობელიანტი-მეცნიერი და ფიზიოლოგი – ივანე პავლოვი (1849-1936 წლები) ერთობ მკაცრი ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო.

იგნაც ზემელვაისი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, სახელოვანი უნგრელი ექიმი, პროფესორი და ასეპტიკის (ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების – მაღალი ტემპერატურა, წნევა,ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით) ერთ-ერთი ფუძემდებელი - იგნაც ფილიპ ზემელვაისი (1818-1865 წლები), ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ერთობ მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ,

რა უპასუხა დასმულ შეკითხვაზე კრისტიან ბერნარდმა ლინდონ ჯონსონს?!

ერთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა – ლინდონ ჯონსონმა (1908-1973 წლები) გულის გადანერგვის “პიონერად” წოდებული დიდი ამერიკელი მედიკოსი და მეცნიერი – კრისტიან ბერნარდი მიიწვია თეთრ სახლში,რა დროსაც მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:

თეოდორ შტორმი – “ეპიზოდი”

1886 წელს დიდმა გერმანელმა პროზაიკოსმა და პოეტმა - ჰანს თეოდორ ვოლდზენ შტორმმა (1817-1888 წლები) შეიტყო,რომ კუჭის კიბოთი იყო დაავადებული,რამაც იგი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.საყურადღებოა,რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ შტორმმა ლიტერატურული მოღვაწეობა შეწყვიტა.

ზიგმუნდ ფროიდი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც გენიალურმა ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა,ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა – ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939 წლები) ექიმისაგან შეიტყო,რომ კიბოს საშინელი სენით იყო დაავადებული,