Tag Archives: ციტატები

გურამ გეგეშიძე წერდა…

„ეს ცოდვით სავსე ქვეყანა ეტყობა არავის ტოვებს შეუბღალავად. სანამ ცხოვრობ ნებსით თუ უნებლიეთ მაინც ცოდვილი და დამნაშავე ხდები ვიღაცის წინაშე, მაინც ბრალი მიგიძღვის, მაინც გითრევს ცხოვრება თავის ბედუკუღმართობაში”.

ალექსანდრე კალანდაძე წერდა…

„განსაცდელს თავისი ულმობელი კანონები აქვს: რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერც კი გაიფიქრებ, აუცილებლობის შემთხვევაში უყოყმანოდ უნდა სცადო. სართი დასწრებისაა!..”

კოლაუ ნადირაძის ნააზრევი…

„არ შეიძლება ღმერთის გარეშე ცხოვრობდეს ადამიანი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ცუდს თუ გააკეთებ, ცუდსაც გაგიკეთებენ. და, მერე – არ გაგიკვირდეს!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიცოცხლე მარილში მოხალულ გოგრის თესლსა ჰგავს, რომელიც თუმცა გვარიანად მოგბეზრდა, მაგრამ მაინც ვერ შელევიხარ”.

ჯონ სტეინბეკი წერდა…

„რას არ შეეჩვევა ადამიანი: კვლას, დამარხვას, ჯალათობასაც კი. საწამებელი ძელი და მარწუხი, ერთი თუ შეეჩვიე, ჩვეულებრივი სამუშაო იარაღები გახდება”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„როსტომ-თქვა ერთი ქართული, ჩინეთში ქვაზე სწერია,

ვისაც რო ვუყავ სიკეთე, ის უფრო ჩემი მტერია”.

„დამაკვირდი”

1. „ბევრ ცოლშვილიან კაცს უთქვამს ჩემთვის (შემდეგში კი მე თვითონაც გამოვცადე), რომ ყველაზე უსაყვარლეს ქალსაც კი როცა ცოლად წაყოლას შესთავაზებ, იმ წამსვე გიპყრობს წუთიერი სინანულის გრძნობა დაკარგული თავისუფლების გამოო”. – ალექსანდრე კუპრინი

„დამაკვირდი”

„უვნებელი სულელები არ არსებობენ”. – ჟორჟ სიმენონი

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ზოგიერთი კაცის არც ტირილი დაიჯერება და არც სიცილი”.