Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ოთხფოთლიანი სამყურა – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,ირლანდიის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულია პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარე – სამყურა.ცნობილია ისიც,რომ ბუნებრივ პირობებში აღნიშნული მცენარის ერთ-ერთი ქვესახეობა – ოთხფოთლიანი სამყურა უიშვიათესი სახილველია (ათი ათას სამყურაზე მხოლოდ ერთი ოთხფოთლიანი სამყურა მოდის).

ნიკოლოზ II – “ეპიზოდი”

1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული იქნა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.საყოველთაო აღწერის აქტი შეეხო არა მხოლოდ იმპერიაში მაცხოვრებელ ჩვეულებრივ მოქალაქეებს,

აჰმედ ზოგუ – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,ალბანეთის პრეზიდენტს და შემდგომში ქვეყნის პირველ მეფეს - აჰმედ ზოგუს (1895-1961 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ ორმოცდაათჯერ მაინც დაესხნენ თავს.ერთ-ერთი თავდასხმისას,რომელიც 1931 წელს განხორციელდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,

“სინდო რენმეი” – (ეპიზოდი)

1940-იან წლებში ბრაზილიაში მაცხოვრებელმა იაპონელმა ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს ტერორისტული ორგანიზაცია,სახელწოდებით – “სინდო რენმეი”.აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწვრიანებული გახლდნენ ის იაპონელები,რომლებსაც არ სჯეროდათ,რომ მათმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში მარცხი განიცადა და კაპიტულაცია გამოაცხადა.

უილიამ მორისი – “ეპიზოდი”

ისევე როგორც მრავალ გენიოსს,პრერაფაელისტების მეორე თაობის გენიალურ ინგლისელ მხატვარს,პოეტსა და გამომცემელს – უილიამ მორისსაც  (1834-1896 წლები) ერთი მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას,ძალიან ცუდი თვისება ახასიათებდა.

გაიქცა თუ არა ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულიდან?

როგორც ცნობილია,ლეგენდარული ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მმართველობის ჟამს ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდა,რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინათ,რათა ისეთი ადამიანები აღმოეჩინათ,რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ძალიან ემსგავსებოდნენ მას.

რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გენიალური შოტლანდიელი პოეტი და ლირიკოსი - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) ერთობ თავისუფალი ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.მას სამი უკანონო ქალიშვილი შეეძინა სხვადასხვა ქალბატონებთან დამყარებული ხანმოკლე ურთიერთობების შედეგად.

ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”

სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დიდი ინგლისელი მწერლისა და შესანიშნავი სათავგადასავლო რომანების ავტორის – ტომას მაინ რიდისთვის (1818-1883 წლები).ძველი ჭრილობა,რომელიც მწერალმა მექსიკელებთან წარმოებული ერთ-ერთი ბრძოლისას მიიღო,აუტანელი ტკივილებით ტანჯავდა მას.ეს ოდესღაც უმამაცესი და უმარდესი მხედარი ახლა ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და ერთადერთ ნუგეშად ისევ თავისი გმირების – უშიშარი და პატიოსანი ადამიანების – ცხოვრებაღა შემორჩენოდა.

ნაპოლეონ ბონაპარტი და ჭადრაკი

ლეგენდად ქცეული ფრანგი მხედართმთავარისა და საფრანგეთის იმპერატორის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ერთერთ ჰობს ინტელექტუალური სამაგიდო თამაში – ჭადრაკი წარმოადგენდა.

ალექსანდრე პუშკინის “შვიდი ბეჭედი”

“დამიფარე მე,ჩემო თილისმანო”. – აღნიშნული სიტყვები დიდი რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) ერთ-ერთი ლექსიდან გახლავთ აღებული.ვინც კარგად იცნობს პუშკინის ბიოგრაფიას,ეცოდინება,რომ ალექსანდრეს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა – თილისმანები.