Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,რომის იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ ერთგვარი საზეიმო-სამგლოვიარო ცერემონიალი,სახელწოდებით – “აპოთეოზი” იმართებოდა.თავის მხრივ,სიტყვა – აპოთეოზი ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “გაღმერთებას” აღნიშნავს.
მუმიფიცირების მეტად უჩვეულო მეთოდი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ კუნძულოვან სახელმწიფო – ფილიპინების რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულის – ლუსონის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელი ინიბალოის ეთნიკური ჯგუფის ხალხი,რამდენიმე ასეული წლის წინ თავიანთ გარდაცვლილებს არც მიწას აბარებდნენ და არც კრემაციას უკეთებდნენ.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ისინი მიცვალებულებს – შებოლილი სახით უკეთებდნენ მუმიფიცირებას.
ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
გავრცელებული ვერსიის თანახმად,სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტის,ბატალური ჟანრის დიდოსტატი მხატვრისა და მეცენატის – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) წინაპრები XVIII საუკუნეში გადასახლდნენ დასავლეთ სომხეთიდან გალიციაში (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში).
ტეხასის შტატის დროშა – “ეპიზოდი”
ტეხასის შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო სიმბოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დროშისა და გერბის გარდა, 1933 წელს დამტკიცებული ტეხასის დროშაც მიიჩნევა.
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში მყოფ დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს - უინსტონ ჩერჩილს (1874-1965 წლები) ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა ჰკითხა,თუ როგორ მოახერხა ასეთი დაძაბული,ასეთი ინტენსიური საქმეებითა და მოვლენებით გადატვირთული ცხოვრებით მცხოვრებმა კაცმა ესოდენ ხანდაზმული ასაკისათვის მიეღწია,
ალექსანდრე ბლოკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და დრამატურგს - ალექსანდრე ბლოკს (1880-1921 წლები) დიდი მეგობრობა აკავშირებდა რუსული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად აღიარებულ მხატვართან – ნიკოლოზ საპუნოვთან.
ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის შუა ნახევრში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსეთის აწ გარდაცვლილი იმპერატორის – ეკატერინე II შესახებ დადგმული სპექტაკლის პრეიმერა უნდა გამართულიყო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპექტაკლის მთავარ მოქმედ პირს რუსეთის ექს-მმართველი ერთობ “მსუბუქი ყოფაქცევის ქალად” უნდა წარმოეჩინა,რამაც იმ პერიოდში საფრანგეთში მოღვაწე რუსეთის ელჩი ძალიან გააღიზიანა.
ჰარილალ მოჰანდას განდი – “ეპიზოდი”
ჰარილალ მოჰანდას განდი (1888-1948 წლები) – წარმოადგენდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლეგენდად ქცეული ლიდერის – მაჰათმა განდის უფროს ვაჟს.ჰარილალის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ინგლისში გამგზავრება,რათა იქ უმაღლესი იურიდიული განათლება მიეღო და შემდგომ ადვოკატად დაეწყო მუშაობა.
სად მიაბარა აღსაზრდელად ჟან-ჟაკ რუსომ შვილები?
გენიალური ფრანგი განმანათლებელი,ფილოსოფოსი და მწერალი - ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778 წლები),რომლის პოლიტიკურმა იდეებმა უდიდესი წვლილი დაიდეს საფრანგეთის დიდ რევოლუციაში, და რომელიც სხვებს ურჩებდა,რომ ბავშვები ჰყვარებოდათ,მათთან ერთად ხშირად გაესეირნათ,მიენიჭებინათ მათთვის ბევრად უფრო თავისუფლება,ვიდრე წესისამებრ ჰქონდათ მინიჭებული,ხუთი შვილის მამა გახლდათ, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,
აინ რენდი & იზაბელ პატერსონი
როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ქალი – აინ რენდი (1905-1982 წლები),რომელიც “რაციონალური ინდივინდუალიზმის” ფუძემდებელი გახლდათ,ყველას მოუწოდებდა,რომ,როგორ ეკონომიურ სირთულეებსაც არ უნდა გადაჰყროდნენ,სახელმწიფოსაგან თავი მაინც სრულიად დამოუკიდებლებად და თვითმყოფადებად შეენარჩუნებინათ.ესე იგი,