Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ნატო ვაჩნაძის მშობლების შესახებ…

როგორც ცნობილია,ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ქართველი კინომსახიობის - ნატო ვაჩნაძის (1904-1953 წლები) მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს და ყაჩაღად გავარდნილი – ზელიმ-ხანის დაკავება დაავალეს.

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი სიმბოლო – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული აშშ-ის ერთ-ერთი შტატი – კალიფორნია, 2008 წლის მონაცემების თანახმად ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია.აღნიშნული შტატის დროშაზე,რომელიც 1911 წლის 3 თებერვალს იქნა დამტკიცებული,გამოსახულია მურა დათვის უზარმაზარი ქვესახეობა – გრიზლი,რომელიც თავის მხრივ,კალიფორნიის რესპუბლიკად წოდებული ამერიკული შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს.

ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი უტოპიური კანონი…

კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში,სადაც ცისფერი და ლურჯი ფერის ჯინსები ოფიციალურად არის აკრძალული,რადგან იგი ამერიკულ იმპერიალიზმთან ასოცირდება,თუმცა ასევე ოფიციალურადვე არის დაშვებული მარიხუანას მოხმარება,გასაცოდავებულ ჩრდილო კორეელ ხალხს არა მხოლოდ საკუთარ სახლებში,არამედ საჯარო დაწესებულებებშიც უცილობლად მუდმივად უნდა ჰქონდეთ ჩართული რადიო.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ თავის ერთ-ერთ საყვარელს – გრიგოლ ორლოვს მარმარილოს ძვირფასი სასახლე აუგო,რომლის ფრონტონზეც (შენობის ფასადი) ოსტატებს წარწერა გააკეთებინა.დაასახელეთ,რა წარწერა გააკეთებინა ეკატერინემ ოსტატებს თავისი “ფავორიტის” სასახლის ფასადზე?

“კოვბოების ღირსების კოდექსი”-ს შესახებ…

რქოსანი საქონლის ცხენზე ამხედრებულ მწყემსებს ველურ დასავლეთში,ნამდვილ - კოვბოებს,პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო ფილმ-ვესტერნებში ნაჩვენებ კოვბოებთან.როგორც ცნობილია,კოვბოები საკმაოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ და უმეტეს შემთხვევაში სხვათა მიერ გახლდნენ დაქირავებულნი რანჩოებზე,რათა დამქირავებელთა საქონელი ემწყემსათ.

პატიმრობაში აყვანილი ბენგალური ფიკუსი

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში განთავსებულ – პაკისტანის ისლამურ სახელმწიფოში მდებარე პატარა სამხედრო ქალაქ ლანდი-კოტალში მეტად უჩვეულო ბენგალური ფიკუსის ხე ხარობს.

რატომ მოკლა რანუჩო ტომასონი მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯომ?

საყოველთაოდ ცნობილია,რომ გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორმა - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯომ (1571-1610 წლები) 1606 წლის 29 მაისს ჩოგბურთის თამაშის დროს წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოედანზე მოკლა – რანუჩო ტომასონი,რის შემდგომაც იგი რომის პაპმა – პავლე V-მ “კანონგარეშე” პიროვნებად გამოაცხადა.კარავაჯოს მოკვლისათვის კი სახელმწიფომ ჯილდო დააწესა.

ჯავაჰარლალ ნერუ – “ეპიზოდი”

ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის და ლეგენდად ქცეული ინდოელი პოლიტიკოსის – მაჰათმა განდის იდეების მხურვალე მხარდამჭერის - ჯავაჰარლალ ნერუს (1889-1964 წლები) ახალგაზრდა მეუღლე – კამალა ნერუ (ინდირა განდის დედა) ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 1936 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა.

თედორე III – “ეპიზოდი”

რუსეთის ცარის – თედორე III-ეს (1661-1782 წლები) მმართველობის ეპოქაში,მისივე ინიციატივით რუსეთში ერთი მეტად უჩვეულო კანონი მოქმედებდა.აღნიშნული კანონის თანახმად,არავის გააჩნდა უფლება (თუნდაც ის ოჯახის წევრი ყოფილიყო) დუქანში მყოფი მთვრალი მოქალაქე იძულების წესით გაეყვანა დუქნიდან,თუნდაც მას იქ დებოში მოეწყო.

რა განაცხადა ფარუკ I-მა ეგვიპტის სამეფო ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ?

როგორც ცნობილია, 1922 წლის 28 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ფორმალურად სცნო ეგვიპტის დამოუკიდებლობა,რის შემდგომაც ქვეყანაში ნელა,თუმცა მიზანმიმართულად დაიწყო მონარქიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც ეგვიპტისა და სუდანის მეფე - ფარუკ I (1920-1965 წლები) სამხედრო გადატრიალების გზით ტახტიდან ჩამოაგდეს,