Tag Archives: საინტერესო ფაქტები

პლატონ იოსელიანი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი ყრილობის მიმდინარეობისას,გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა – პლატონ იოსელიანმა (1809-1875 წლები) მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა,რომელიც შემდგომ ცალკე წიგნაკად გამოიცა.

თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”

საინტერესოა ის გარემოება,რომ 1870-იან წლებში გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) მიმართ დიდი სიძულვილით გამოირჩეოდნენ რადიკალურად და რევოლუციონალურად განწყობილი რუსი ინტელიგენტები.

დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “ეპიზოდი”

ეჭვიანი ქმრისაგან (ქუთაისელი ვაჭარი და კომერსანტი – სოლომონ მდივანი) საოცრად დათრგუნული და ყოველ მხრივ უფლებაჩამორთმეული დიდი ქართველი პოეტი,ბელეტრისტი და პროზაიკოსი ქალი - დომინიკა ერისთავი (1864-1929 წლები),იგივე – “განდეგილი”,აღიარებდა,რომ ადრეულმა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გათხოვებამ – სიცოცხლე ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია.

ოლივერ რიდი – “ეპიზოდი”

მარგინალური როლების შესრულებით სახელგანთქმული ბრიტანელი მსახიობი – ოლივერ რიდი (1938-1999 წლები),ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა,რასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა.

“გალაკტიონის სიკვდილის შემდგომი ნიღბის” შესახებ…

როცა გალაკტიონმა თავი მოიკლა,ჩვენ,ახალგაზრდები,მწერალთა სახლში მის ცხედარს ღამეს ვუთევდით.შუაღამისას ვიღაცამ თქვა: რა დიდებული სახეა,მოდით,ნიღაბი გადავუღოთო! ჩვენს შორის,მოქანდაკე გიგლა ფირცხალავაც აღმოჩნდა.იგი სამხატვრო აკადემიაში გაიქცა,ამ საქმის ოსტატი გააღვიძა,რომელიც იქვე ცხოვრობდა და მოიყვანა…

არტურ შოპენჰაუერი – “ეპიზოდი”

მაგიითა და სპირიტიზმით გატაცებული დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი – არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები),რომელიც ერთობ ამპარტავნული თვისებებით გამოირჩეოდა,არა მხოლოდ ადამიანების მიმართ იყო ნეგატიურად განწყობილი,არამედ ერთობ ეჯავრებოდა თავისი ერიც.

თალეს მილეტელი – “ეპიზოდი”

გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს,მათემატიკოსსა და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთ მათგანს – თალეს მილეტელს (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები),რომლის შესახებაც მარკუს ტულიუს ციცერონმა განაცხადა: “ფილოსოფია თალესისაგან დაიწყო.ის პირველი იყოო”, – ცნობისმოყვარე ადამიანების ჯგუფმა ჰკითხა:

პითაგორა სამოსელის ოჯახის შესახებ…

60 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა,მათემატიკოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები),თავის ერთ-ერთ ახალგაზრდა მოსწავლე გოგონაზე – თეანოზე (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) იქორწინა (ერთ-ერთი ვერსიით,თეანო პითაგორას ფილოსოფოსი მეგობრის – ბრონტინოს მეტაპონელის ქალიშვილი იყო).

ალბერტ შვეიცერი – “ეპიზოდი”

გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი პროტესტანტი თეოლოგი,ფილოსოფოსი და ექიმი - ალბერტ შვეიცერი (1875-1965 წლები),არა მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ,არამედ სამ სხვადასხვა სფეროში დოქტორის ხარისხის მატარებელიც იყო.

ალესანდრო ვოლტა – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი იმდენად აღტაცებული გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფიზიკოსის,ქიმიკოსისა და პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შემქმნელის – ალესანდრო ვოლტას (1745-1827 წლები) მოღვაწეობითა და სამეცნიერო მიღწევებით,რომ მას ბევრ დიად ფრანგ მეცნიერზე წინაც კი აყენებდა.