Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. ნაპოლეონ ბონაპარტის მომხრეებს შორის გამორჩეული და ცნობილი მეომარი ქალი გახლდათ წარმომავლობით ბელგიელი – მარია შელინკი.მან მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის თორმეტ საომარ კამპანიაში,რა დროსაც რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.17 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ,1806 წელს მარიას მიანიჭეს სუბლეიტენანტის წოდება.იგი ასევე დაჯილდოებულ იქნა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით.აღნიშნული ჯილდოს გადაცემისას ნაპოლეონმა საჯაროდ განაცხადა: “მუხლი მოიყარეთ,ბატონებო,ამ გამორჩეული ქალის წინაშე.ის იმპერიის დიდების ცოცხალი ხატებაა”.

იცით თუ არა,რომ

1. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ოჯახი,1918 წელს კომუნისტებმა სამხედრო ტყვეებს დაახვრეტინეს.ერთ-ერთი ჯალათი მათ შორის წარმომავლობით უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე – იმრე ნადი (1896-1958 წლები) გახლდათ,რომელიც შემდგომში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს წარმოადგენდა.

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის მოსაზრებით,ადამიანი – “ცხოველია”,ხოლო დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით – “პირუტყვი”.

იცით თუ არა,რომ

1. 1931 წლიდან საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა “ბიბლიის” დაბეჭდვა და გავრცელება.

იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანთა წმინდა წიგნს – “ბიბლიას”,სხავდასხვა პერიოდებში 40 სხვადასხვა ავტორი – 1600 წლის მანძილზე წერდა.იგი 66 წიგნისგან შედგება,რომელთაგანაც 39 “ძველი აღთქმისაა”,ხოლო 27 კი “ახალი აღთქმის”.

იცით თუ არა,რომ

1. როდესაც ლეგენდარულ ინგლისელ კომედიური ჟანრის მსახიობს - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინს ჰკითხეს,თუ სად ისურვებდა მოხვედრას სიკვდილის შემდეგ,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?! პასუხი ასეთი მიიღეს: “ერთის მხრივ სამოთხეში,რადგან იქ კარგი კლიმატია,მაგრამ მეორეს მხრივ ჯოჯოხეთში,რადგან იქ მეტად საინტერესო პუბლიკა დამხვდებაო”.

იცით თუ არა,რომ

1. ადოლფ ჰიტლერი თავის მოადგილეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს ფიურერის გარემოცვაში – მარტინ ბორმანს,”საკუთარ ჩრდილს” ეძახდა.

იცით თუ არა,რომ

1. ”გოიმი” – ებრაული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “არაებრაელს” აღნიშნავს.

იცით თუ არა,რომ

1. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,ღვინოს “კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდეს მწვერვალს” უწოდებდა.

იცით თუ არა,რომ

1. “ჭკუა სინდისის გარეშე” – ასე უწოდებდნენ ფაშისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრს – ჰერმან ვილჰელმ გერინგს.