Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა, რომ?!
1. XVIII საუკუნეში მოღვაწე გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ყოველთვის ამჯობინებდა, რომ მისთვის ვოლფგანგი დაეძახათ და არა – ამადეუსი.
იცით თუ არა, რომ?!
1. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ამერიკელ სწავლულ-ქალბატონს – ელისაბედ ეიჩელბაუმს მიენიჭა. ამ საპატიო ხარისხის მიღების დროს, იგი 90 წლისა და 58 დღის ასაკში იმყოფებოდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. გერმანულ არმიაში ერთი მეტად უცნაური კანონი მოქმედებს: ალემან სამხედროებს უფლება აქვთ არ შეასრულონ მეთაურის ის ბრძანება, რომელიც მათი მოსაზრებით, ადამიანის ღირსებას ბღალავს.
იცით თუ არა, რომ?!
1. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი რიგით მეცხრე პერსონაა სიაში, ვისაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულება ევალება.
იცით თუ არა, რომ?!
1. იმის გამო, რომ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ხარჯები დაეფარა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ძველ ბერძენ ინტელექტუალ ფილოსოფოსს – პლატონს, რამდენიმე ხნის განმავლობაში ვაჭრობითაც კი დაკავდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი – ნიკოლოზ II რომანოვი „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებს – იაპონელებს, თავისი ცხოვრების ბოლომდე – მაკაკებად მოიხსენიებდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ერთადერთი ეთნოსის ხალხი ევროპაში, რომელიც ბუდიზმის ოფიციალური მიმდევარია, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები – ყალმუხებია.
იცით თუ არა, რომ?!
1. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომლის მოსახლეობის 90% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, აღმოსავლეთ აფრიკაში განთავსებული სახელმწიფო – მალავის რესპუბლიკაა.
იცით თუ არა, რომ?!
1. მოქმედი აეროპორტების რაოდენობით – ბრაზილია მეორე სახელმწიფოა მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ბრაზილიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში – 4 000 მოქმედი აეროპორტი ფუნქციონირებს.