Tag Archives: ფილოსოფია

გაიუს ლელიუსის მსოფლმხედველობიდან…

“ვერ დავეთანხმები იმათ,რომლებმაც სცადეს იმის დამტკიცება,ვითომც სხეულთან ერთად სულიც იღუპება,რომ სიკვდილი წარხოცს ყოველივეს.

ლაო-ძი – “ბრძენი ადამიანის” შესახებ…

გენიალური ჩინელი მოაზროვნე,ფილოსოფოსი და დაოიზმის ტრაქტატის – “დაო დე ძინის” ავტორი - ლაო-ძი (ძვ.წ.აღ-ით 579-499 წლები),ბრძენი ადამიანების შესახებ წერდა:

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი,მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში ატარებს,რის გამოც იგი თანდათან დაბლა ეშვება,რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წლიალებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“ნეტარო კაცო,რას ემყარება საყოველთაოდ აღიარებული განსხვავება მშვენიერსა და მახინჯს,კეთილსა და უკეთურს შორის,თუ არა ამას: როცა საკუთარი ბუნების მხეცურ საწყისს ადამიანურ,ან,უფრო სწორად,ღვთაებრივ საწყისს ვუქვემდებარებთ,ეს მშვენიერია,მაგრამ როცა თვინიერ საწყისს ველური საწყისი თრგუნავს,ეს სამარცხვინოა და მახინჯი.

“მოიზმი”

“მოიზმი” - გახლდათ ერთ-ერთი უძველი ჩინური ფილოსოფიური სკოლა.მის დამაარსებლად მიჩნეულია დიდი ჩინელი სწავლული და ფილოსოფოსი მო-ძი,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 470-391 წლებში.აღნიშნულმა ფილოსოფიურმა სკოლამ შეიმუშავა პროგრამა,რომელსაც სახელად – “საზოგადოებრივი სრულყოფილება,ცოდნის მეშვეობით” ეწოდა.

სოკრატე – “რა არის დემოკრატია?!”

„მმართველები და მათი ნაშიერნი, საოცრად განებივრებულნი არიან, თუმცა სულითაც და ხორცითაც უმწეონი და უნიათონი გახლავან. მათ არც ჭირის გაძლების თავი აქვთ და არც ლხინის ატანისა. თვით მმართველებს კი გამორჩენის გარდა სხვა საფიქრალი არა აქვთ და სიქველეზე სულაც არ ზრუნავენ უფრო მეტად, ვიდრე უპოვარნი.

სოკრატე – “ეპიზოდი”

როდესაც გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – სოკრატეს აღსასრულის დრო დადგა,საპყრობილეში მას სხვა მეგობრებთან ერთად აპოლოდოროსიც ეწვია,რა დროსაც მას წმინდად ნაქსოვი შალის მდიდრული სამოსი და ასეთივე მოსასხამი მიუტანა.თან სთხოვა სოკრატეს,რომ ამ სამოსსა და მოსასხამში გამოწყობილს დაელია სამსალა (შხამი).

ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებიდან – “ადამიანური კომედია”

” …ამ ქვეყანას ის უნდა მიუზღათ,რისი ღირსიცაა.გსურთ,კარგი მდგომარეობა შეიქმნათ?.. მე დაგეხმარებით… თქვენ თავად გაზომავთ ქალთა გარყვნილების სიღრმეს და მამაკაცთა უბადრუკი ამაოების სიგრძე-სიგანეს.მართალია,მე გულდასმით წავიკითხე “საზოგადოების წიგნი”,მაგრამ თურმე ზოგიერთი გვერდი ჩემთვისაც უცნობი დარჩენილა…

ნიკოლაი ჰარტმანი

ნიკოლაი ჰარტმანი - დაიბადა 1882 წლის 20 თებერვალს ლატვიის დედაქალაქ რიგაში (იმ პერიოდის ლიფლიანდიის გუბერნია რუსეთის იმპერია).იგი გახლდათ დიდი გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი და კრიტიკული ონთოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დიოგენე სინოპელის ფილოსოფიიდან…

გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი - დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),ახალი გამოსული იყო საერთო აბანოდან,როდესაც მას ნაცნობები შემოხვდნენ.მცირეოდენი გასაუბრების შემდგომ,მათ დიოგენეს ჰკითხეს, – აბანოში იყო თუ არა ბევრი ხალხი?!