Tag Archives: საინტერესო ფაქტები
დიოკლეტიანე – “ეპიზოდი”
გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი (245-313 წლები) – წარმოადგენდა რომის იმ იმპერტატორს,რომლის ხელისუფლებაში მოსვლამაც ქვეყანაში დაასრულა ეგრეთ წოდებული “რომის კრიზისი მესამე საუკუნეში”.მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა მყარი მმართველობითი ფორმა – დომინატი და განისაზღვრა ფუნქციები,რომელთა თანახმად,იმპერატორი ხდებოდა სენატორთა შორის პირველი პრინცეპსი,რის შემდგომაც თავი სრული ძალაუფლების მქონე მმართველად გამოაცხადა.
ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტი – ჰარი ტრუმენი (1884-1972 წლები),რომელმაც პირადად გასცა ბრძანება იაპონური ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბებით განადგურებისა,არასოდეს განიცდიდა ამ უდიდესი ტრაგედიის გამო სინდისის ქენჯნას.
დედოფალი თეოდორა – “ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინიანე I-ის მეუღლემ,დედოფალმა - თეოდორამ (დაახლოებით 500-548 წლები),რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი, და რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში,ბოსფორის სრუტის სანაპიროზე (კონსტანტინოპოლი) ყოფილი მეძავებისა და კურტიზანი ქალებისათვის სპეციალურად დააარსა მონასტერი.
იაკობ სვერდლოვი – “ეპიზოდი”
1919 წლის 16 მარტს მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის დახვრეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ებრაული წარმომავლობის მქონე ბოლშევიკი თავჯდომარე – იაკობ სვერდლოვი (1885-1919 წლები).
ჯონ კუინსი ადამსი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეექვსე პრეზიდენტი – ჯონ კუინსი ადამსი (1767-1848 წლები) დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა ინტერვიუს ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტ ქალს.
ანდრეი გრომიკოს რჩევა ახალბედა დიპლომატ ვაჟიშვილს…
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად აღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრის – ანდრეი გრომიკოს (1909-1989 წლები) ამერიკანისტი და აფრიკანისტი ვაჟი – ანატოლი გრომიკო 1961 წელს გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლად დაინიშნა.
ელეონორა რუზველტი – “ეპიზოდი”
1962 წლის 7 ნოემბერს ნიუ-იორკში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი “პირველი ლედი”-ს ტიტულის მატარებელი ქალბატონი – ანა ელეონორა რუზველტი.
ფრანსუა მიტერანი – “ეპიზოდი”
“ერთგულება არ განისაზღვრება ერთი ქალის,ერთი სახეობის ყავის ან ერთი ხარისხის ღვინისადმი გამოვლენილი ერთგულებით.ერთგულება – ეს არის სიმბოლო,სიმბოლო პრინციპებისა”. – აღნიშნა “Paris Match”-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანსუა მორის ადრიან მარი მიტერანმა (1916-1996 წლები),რომელმაც გარდაცვალებამდე მხოლოდ მცირეოდენი ხნით ადრე აღიარა საჯაროდ,რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ზრდიდა თავის უკანონოდ შობილ ქალიშვილს,სახელად – მაზარინს.
ჯავაჰარლალ ნერუ – “ეპიზოდი”
1955 წელს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის რიგით პირველი პრემიერ-მინისტრი – ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964 წლები).იგი საბჭოთა ხელისუფლებამ ერთობ გულთბილად მიიღო და ბევრი კეთილი სიტყვაც უძღვნა მას.
სილამაზის განმსაზღვრელი უჩვეულო წარბები – “ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ XVIII საუკუნის რიგ ევროპულ ქვეყნებში მაცხოვრებელი არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე მანდილოსნები,მათ შორის დედოფლები,სილამაზის განმსაზღვრელ ერთ-ერთ საშუალებად განიხილავდნენ არა ბუნებრივ წარბებს,არამედ თაგვის ბეწვისაგან სპეციალურად დამზადებულ ხელოვნურ წარბებს.