Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. ერთადერთი ინგლისის მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა,იორკების სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – რიჩარდ III (1452-1485 წლები) გახლდათ.იგი დაიღუპა 1485 წლის 22 ავისტოს ბოსვორტთან გამრთულ ბრძოლაში,”ვარდების ომის” მსვლელობისას.

იცით თუ არა,რომ

1. “გელათის აკადემიის” რექტორს – “მოძღვართ-მოძღვარი” ერქვა.

იცით თუ არა,რომ

1. კორეაში,ბავშვის ჩასახვისთანავე იწყება ათვლა მისი წლოვანებისა.ამიტომ კორეელი ბავშვები დოკუმენტურად,ყოველთვის უფროსი ასაკის არიან,ვიდრე სხვა ქვეყნების თანატოლი ბავშვები.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურმა ფრანგმა მოქნდაკემ და ხელოვანმა – ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენმა,სამჯერ სცადა ჩაებარებინა “პარიზის ხელოვნების სასწავლებელში”,თუმცა მას სამივეჯერ უარი ეთქვა,იმ მიზეზით,რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნებს.

იცით თუ არა,რომ

1. მარგოტ ჰონეკერი გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1963-1989 წლები) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გენსეკის – ჰენრიხ ჰონეკერის მეუღლე.

იცით თუ არა,რომ

1. დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი,საკუთარ თავს – “დღიურ მუშას” ეძახდა.

იცით თუ არა,რომ

1. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,ნიუ იორკის სატელეფონო წიგნში,ოცდაორი – ჰიტლერის გვარი იყო დაფიქსირებული.ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი – არცერთი,რადგან ასეთი გვარის მქონე ყველა ოჯახმა გვარი გამოიცვალა.

იცით თუ არა,რომ

1. ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1950 წლამდე ფეხბურთს ფეხშიშველა თამაშობდა.

იცით თუ არა,რომ

1.  1357 წელს პორტუგალიის დედოფლად,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს კორონიზებულ იქნა,გარდაცვლილი პრინცესა – ინეს დე კასტრო (1325-1355 წლები).

იცით თუ არა,რომ

1. 1140 წელს ვეინსბერგის აღების შემდეგ,საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კონრად III-მ დაპყრობილ ქალაქში მაცხოვრებელ ქალებს უფლება მისცა დანგრეული ქალაქიდან რასაც მოერეოდნენ და მოიწადინებდნენ უპრობლემოდ გაეტანათ და ამისათვის ჯარს სპეციალური კორიდორიც კი გააკეთებინა.