Tag Archives: განათლება

ნილოსმზომი

„დიდება შენ,ნილოსო,შენ,რომელიც მოგვევლინე დედამიწაზე.შენ რწყავ ბაღებსა და მინდვრებს,რომელნიც შეუქმნია ბუნებას,რათა სიცოცხლე მოგვანიჭოს ჩვენ”. – ასეთი მეტად მეტყველი სიტყვებით არის გადმოცემული  ერთ-ერთ ძველეგვიპტურ ჰიმნში აფრიკისა და მსოფლიოს უდიდესი მდინარის – ნილოსის ქებათა-ქება.

პიგმეების შესახებ…

ყველასათვის ცნობილია,რომ აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ კი ეკვატორული გვინეის დაბინდული ტროპიკული ტყეების სიღრმეებში ცხოვრობს დედამიწაზე ყველაზე დაბალსიამღლიანი ხალხი – პიგმეები.

ხამურაბის კანონების თანახმად…

ცნობილია,რომ მესოპოტამიის მცხოვრებლებისათვის იმთავითვე უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა მიწათმოქმედებას.იმისათვის,რომ ნიადაგი გაენოყიერებინათ,ისინი იძულებული ხდებოდნენ სარწყავის სისტემის ქსელი სანიმუშო მდგომარეობაში მოეყვანათ.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ცნობილია,რომ ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაჭიმულ ვრცელ რეგიონს – ციმბირს,შუა საუკუნეების არაბმა გეოგრაფმა – იბნ-ბატუტამ – „წყვდიადის ქვეყანა” უწოდა.დაასახელეთ,რას უწოდებდა დიდი ძველ ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი – სტრაბონი იმავე რეგიონს?!

ფრანც კაფკას ლიტერატურული გემოვნება

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ გერმანულენოვან ჩეხ მწერალს – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) ლიტერატურული გემოვნების შესახებ ცნობილია,რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ისეთი ტიტანი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის შემოქმედება,როგორიც გახლდათ – იოჰან ვოფგანგ ფონ გოეთე.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ძმამ,ტიპიურმა მეშჩანმა – იოჰანმა,რომელთანაც მაესტროს ერთობ დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა და, რომელიც ხშირად ყოყლოჩინობდა თავისი ძმის სახელით,

ედინბურგის უნივერსიტეტი – „ეპიზოდი”

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში,იგივე – „ედინბურგის უნივერსიტეტში”,რექტორს თავად სტუდენტები ირჩევენ, და რაკი ეს თანამდებობა ძირითადად საპატიოა,ამიტომ მუდმივად ადგილზე ყოფნაც არაა სავალდებულო.

შოტლანდიელების შესახებ…

კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით მაცხოვრებელი ხალხი – შოტლანდიელები არამც და არამც ინგლისელები არ არიან.ისტორიულად ისინი არა ერთხელ ყოფილან ინგლისის მმართველები.ბევრი გამოჩენილი ადამიანი და მრავალი სახელოვანი მხედართმთავარი მისცეს მათ დიდ ბრიტანეთს.

პერსი ბიში შელის შესახებ…

ინგლისურენოვან პოეზიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკულ პოეტად აღიარებულ – პერსი ბიში შელის (1792-1822 წლები),საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ ისეთივე ხვედრი არგუნა წილად,როგორიც მეორე გენიალურ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს – ჯორჯ გორდონ ბაირონს.

რა უპასუხა ჰანს კრისტიან ანდერსენმა იენს ვილკენ ჰორნემანს?!

სახელოვან მოხუც დანიელ ბოტანიკოსსა და პროფესორს – იენს ვილკენ ჰორნემანს (1770-1841 წლები) ძალიან არ უყვარდა ზღაპრები,რაც ერთ-ერთი დიალოგისას შენიშნა კიდეც დიდ დანიელ მეზღაპრესთან – ჰანს კრისტიან ანდერსენთან: ” – არაფერი საჭირო არ არის ბავშვებს ცარიელი ფანტაზიებით გამოვუტენოთ თავიო”.