Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ალფონს მარი ვენსან დოდე – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და დიდებული რომანების ციკლის “ტარტარენ ტარასკონელი”-ს ავტორი  - ალფონს დოდეს (1840-1897 წლები) ვაჟს – ალფონს მარი ვენსან დოდეს (1867-1942 წლები), 1924 წელს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.

ევგენი III – “ეპიზოდი”

 1147 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპის ევგენი III-ს (1080-1153 წლები) ვიზიტის დროს,ერთი მეტად საინტერესო და საყურადღებო მოვლენა დაფიქსირდა.

მაქსიმილიან რობესპიერი – “ეპიზოდი”

“მოუსყიდავის” სახელით ცნობილი დიდი ფრაგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი,რევოლუციის მტრების წინააღმდეგ მიმართული უსასტიკესი ტერორის შემოქმედი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი - ფრანსუა მარი ისიდორ დე რობესპიერი (1758-1794 წლები),პარიზში მდებარე კაფე – “რეჟანსის” ხშირი სტუმარი გახლდათ.

ჩარლზ რობერტ დარვინი – “ეპიზოდი”

1831 წელს პორტში ბრიტანულ აფრებიან სამხედრო ხომალდს – “HMS Beagle”-ს,მოკრძალებულად შემოსილი ახალგაზრდა ყმაწვილი ეწვია და გემის მესამე რანგის კაპიტანთან – რობერტ ფიც როისთან აუდიენცია ითხოვა.

ნიკოლოზ II – “ეპიზოდი”

რუსეთის იმპერიიის უკანასკნელ იმპერატორს 1896-1917 წლებში – ნიკოლოზ II-ს (1868-1917 წლები),რომელიც ბოლშევიკების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად იქნა დახვრეტილი ეკატერინებურგში მდებარე იპატიევის სახლში,საშინლად სძულდა კატები.

ფრენკ ვინსენტ ზაპას პასუხი ჯო პაინს…

თავისი სარკაზმით ცნობილმა სატირიკოსმა და ტელეწამყვანმა – ჯო პაინმა,რომელსაც როგორც ამბობენ ფეხის ამპუტაცია ჰქონდა ჩატარებული და ხის პროთეზს ატარებდა,ერთ დღეს ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორს,გიტარისტს,მომღერალსა და როკ-ჯგუფის – “The Mothers of invention”-ის ლიდერს – ფრენკ ვინსენტ ზაპას ერთობ ირონიულად დასცინა:

ჯეიმზ კამერონი – “ეპიზოდი”

1997 წელს გენიალური კანადელი კინორეჟისორის,პროდიუსერისა და სცენარისტის - ჯეიმზ კამერონის მიერ გადაღებული იქნა საყოველთაოდ ცნობილი მხატვრული ფილმი – “ტიტანიკი”,სადაც წარმოდგენილია ტრაგიკულად დაღუპული გემის – “ტიტანიკის” და მისი მგზავრების უკანასკნელი ეპოპეა.

გალინა ბენისლავსკაიას შესახებ…

გალინა ბენისლავსკაია (1897-1926 წლები) – წარმოადგენდა ცნობილი რუსი პოეტის – სერგეი ესენინის მეგობარ ქალს,პირად ლიტერატურულ მდივანს,ჟურნალისტსა და ავტორს ესენინის მოგონებების შესახებ. 1920 წლის დასასრულს ბენისლავსკაიამ და ესენინმა ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გაიცნეს.

“სატურნალია” – (ეპიზოდი)

ძველი რომაელები,მინდვრის სამუშაოების დასრულების შემდეგ,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღმერთის – სატურნისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს,სახელწოდებით - “სატურნალიას” აწყობდნენ.

გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”

კოლოსეუმის არენის ტრიბუნებზე მჯდომი რომის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე და დიქტატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),გლადიატორებს შორის გამართული სასტიკი ბრძოლის მიმდინარეობისას,ხშირად,სხვადასხვა სახის წერილებს წერდა.