Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. “ბაქტერია” და “ბაცილა” ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვაა,თუმცა პირველის წარმომავლობა ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მეორესი კი ლათინური ენიდან.
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთში,ტანის საიმპერატორო დინასტიის მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),ჩაით ვაჭრობა სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მემამულეს,რომელთაც ჩაი მოჰყავდათ,ვალდებული იყვნენ “საიმპერატორო ობლიგაციებზე” გაეცვალათ იგი სახელმწოფოსათვის.
იცით თუ არა,რომ
1. პირველ “სტომატოლოგებად” მიჩნეული არიან,აპენინის ნახევარკუნძულზე I ათასწლეულში მაცხოვრებელი უძველესი ხალხი – ეტრუსკები.როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან სტომატოლოგიით ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში იყვნენ დაკავებულები.
იცით თუ არა,რომ
1. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე,სადაც მარჯნისაგან დამზადებული გზებია განფენილი,გახლავთ გუამი (კუნძული წყნარი ოკეანის ნაწილში,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას წარმოადგენს).გუამში არ არსებობს ბუნებრივი ქვიშა,რის გამოც იქ ასფალტს მარჯნისა და ნავთობისაგან ამზადებენ.
იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ფრანგი ალქიმიკოსის,ექიმის,პოეტისა და წინასწარმეტყველის – მიშელ დე ნოტრდამის,იგივე ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ტექსტებში,სიტყვები: სიკვდილი 139-ჯერ,ბრძოლა 111-ჯერ,სისხლი 89-ჯერ,ცეცხლი 78-ჯერ,ჭირი 42-ჯერ,ხოლო შიმშილი 38-ჯერ,არის მოხსენიებული.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ქალაქის ქორწინების სახლში გამოკრულია შემდეგი სახის ფირნიშები: “ქორწინებით რომ ბედნიერები იყოთ,აუცილებელია შეგიყვარდეთ რამდენჯერმე – ოღონდ,ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი!”
იცით თუ არა,რომ
1. “ცელოფანი” (გამჭირვალე წყალგაუვალი მასალა,რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით),პირველად გამოგონებულ და შექმნილ იქნა,ცნობილი შვეიცარიელი გამომგონებლისა და საფეიქრო ინჟინრის – ჟაკ ედვინ ბრანდერბერგერის მიერ 1908-1911 წლებში.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მე-13 პრეზიდენტმა – მილარდ ფილმორმა (1800-1874 წლები),უარი განაცხადა მიეღო პროფესორის მანტია (პროფესორის ხარისხი) ოქსფორდის უნივერსიტეტისა.აღნიშნული ფაქტის შესახებ მან განაცხადა,რომ არ იმსახურებდა ესოდენ დიდ პატივს,ოქსფორდის უნივერსიტეტისაგან,რადგან ცხოვრებაში მას არასოდეს, არაფერი ჰქონდა გაკეთებული მეცნიერებისათვის.
იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთი პირველი სპორტის სახეობა,რომლის მსოფლიო ჩემპიონატიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა გახლავთ – ბილიარდი.აღნიშნული მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკაში 1873 წელს ჩატარდა.
იცით თუ არა,რომ
1. ყველაზე მცირე დაფინანსება მსოფლიოში განათლებაზე,აფრიკისა და დედამიწის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში – სომალიში იხარჯება.ამ ქვეყანაში განათლებაზე სომალის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ და მხოლოდ 0.4 % იხარჯება.1990 წლის მონაცემების მიხედვით სომალის მოსახლეობის (9,5 მილიონი ადამიანი) ზრდასრული მოსახლეობიდან,საშუალო განთლებას მხოლოდ 24 % ფლობდა.შესაბამისად 76 %-ს საშუალო განათლებაც კი არ მიუღია.