Tag Archives: საინტერესო ფაქტები
სტუდენტები – “ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში,სტუდენტების მიმართ გარკვეული მკაცრი წესები მოქმედებდა.მათ არ შეეძლოთ ეტარებინათ დანა,ხმალი და სხვა სახეობის იარაღი.გარდა ამისა ეკრძალებოდათ 21;00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლაც კი…
სკვითების უცნაური გზავნილი დარიოს I-ს…
”ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) გადმოცემის თანახმად,სპარსეთის მეფემ დარიოს I-მა სკვითების ელჩისაგან შემდეგი სახის მეტად უცნაური გზავნილი მიიღო (იმ პერიოდისათვის სკვითებმა წერა არ იცოდნენ): ქათამი,ბაყაყი,თაგვი და რამდენიმე ისარი.
ინდუსები – “ეპიზოდი”
როდესაც ინდოეთში მაცხოვრებელ ინდუსს ეკითხებიან,თუ რატომ მიირთმევენ ისინი ამა თუ იმ კერძს ხელებით და არა ჩანგლისა და კოვზების საშუალებით,ისინი პასუხობენ: “ასე უფრო გემრიელიაო”, – და ამაში არის კიდეც თავისი წილი ჭეშმარიტება.
ნიკო ლორთქიფანიძე – “ეპიზოდი”
როგორც დიდი ქართველი მწერლის - ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფები ირწმუნებიან,იგი პატივმოყვარეობისაგან ძალიან შორს მდგარა.გაურბოდა რეკლამასა და პომპეზურ საღამოებს.ერიდებოდა საჯარო გამოსვლებსა და საჯაროდ თავის ქების მოსმენასაც.
“თეთრი დროშა” – (ეპიზოდი)
“თეთრი დროშა” – ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვავე დანიშნულების მატარებელი სიმბოლო გახლდათ.თანამედროვე პერიოდში კი იგი “უსიტყვო კაპიტულაციასთან” და “მტერთან დანებებასთან” ასოცირდება.
მასაბუმი ჰოსონო – “ეპიზოდი”
მასაბუმი ჰოსონო (1870-1939 წლები) – წარმოადგენდა ტრაგიკულად დაღუპული ბრიტანული ტრანსატლატიკური ხომალდის “ტიტანიკის” ერთადერთ იაპონელ მგზავრს,რომელიც გადაურჩა სიკვდილს.
კონსტანტინე ესენინი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,გამოჩენილი რუსი იმაჟინისტი-პოეტის სერგეი ესენინის ქალიშვილი ტატიანა,აეროპორტში ორი მძიმე ჩანთით თვითმფრინავის ბილეთების რიგში ჩადგა.ჩანთები იმდენად მძიმე იყო,რომ ქალს მათი გადაადგილება ძალიან უჭირდა,რის გამოც იქვე მდგომმა ახალგაზრდა ოფიცერმა მისი დახმარება გადაწყვიტა.
ბრატისლავა – “ეპიზოდი”
ცენტრალურ ევროპაში მდებარე სლოვაკეთის დედაქალაქი – ბრატისლავა (447 000 მოსახლე),ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში,რომელიც ორ სახელმწიფოს – უნგრეთსა და ავსტრიას ესაზღვრება.
“ბიბლია” – (ეპიზოდი)
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ქრისტიანული რელიგიის მქონე ქვეყანაში – შოტლანდიაში,იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების საღვთო წიგნების კრებული – “ბიბლია”,სრულყოფილი სახით შოტლანდიურ ენაზე ნათარგმნი არ გახლავთ.
ჯეიმზ ჯოისი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ირლანდიელმა მწერალმა და პოეტმა,ავტორმა საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა “ულისე” - ჯეიმზ ჯოისმა (1882-1941 წლები),რომელმაც სიცოცხლე შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაასრულა,წარმოთქვა ის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ფრაზა,რომელიც კი ოდესმე რომელიმე მწერალს საკუთარი სამშობლოს მისამართით წარმოუთქვამს: