Tag Archives: ციტატები

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არის რაღაც არაჩვეულებრივად მშვენიერი გულიანი ადამიანების ერთმანეთისადმი მოპყრობაში განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„უპირველესი და ყველაზე აუცილებელი ცოდნა ყოველთვის საბოლოო მიზნის ცოდნაა: რისი გაკეთება განგიზრახავს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„დაავალეთ თითოეულ ადამიანს თავისი თავგადასავალი გიამბოთ და თუ მათ შორის შეხვდებით თუნდ ერთსაც კი, რომელიც ხშირად თავის ბედს არ სწყევლიდეს და თავის თავს ყველაზე უბედურ ადამიანად არ სთვლიდეს, მაშინ ზღვაში თავდაყირა გადამკიდეთ”.

„დამაკვირდი”

1. „მე, ვისაც ღმერთი არა მწამს, რატომღაც ძალზე ფრთხილად, ცოტა შიშითაც შევცქერი მას, შევცქერი და ვფიქრობ: „ეს კაცი ღმერთსა ჰგავს”. – ლევ ტოლსტოი

„დამაკვირდი”

1. „იმიტომ იცოცხლო, რომ მოკვდე, საერთოდ, ვერაფერი გასართობია, მაგრამ თუ იცი, რომ უდროოდ მოკვდები, სიცოცხლე სრული სისულელეა”… – ანტონ ჩეხოვი

„დამაკვირდი”

1. „მოვა ისეთი წამიც, ძალა რომ სავსებით გამოგელევა და ღმერთს შესთხოვ: „ღმერთო! ძალა აღარ მყოფნის! ნება მომეცი, მუხლი ჩავხარო!” მაგრამ ის ამის ნებას არ მოგცემს. მას უნდა, რომ ჩვენ, ცოცხლები ამ მიწაზე სულ ფეხზე ვიდგეთ, გაბმით, ერთთავად, სულმოუთქმელად”… – ლუიჯი პირანდელო

„დამაკვირდი”

1. „მე ვისურვებდი, რომ ჩვენს შვილებს ომი არასოდეს არ ენახოთ”. – გი დე მოპასანი

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიმართლე ზოგჯერ ტყუილზე უფრო დაუჯერებელია”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მე სამშობლოს ერთი საწყალი მსახური ვარ, და რამდენადაც უბედურია ჩემი სამშობლო, მით უფრო ერთგული უნდა ვიყო მისი”.

„დამაკვირდი”

1. „ადამიანი ხეა თავის ტყეში, ნადირია თავის ტყეში, ნადირი, რომელიც თავის ბუნაგიდან მხოლოდ საჭმლისათვის გამოდის”. – გაბრიელ გარსია მარკესი