Tag Archives: განათლება

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს,პატარა,თუმცა ძალიან ლამაზი სკვერია გაშენებული.სკვერში აღმართულია ცხენზე ამხედრებული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტის – ენდრიუ ჯექსონის ძეგლი.

გეორგ ზიმონ ომი – “ეპიზოდი”

გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა - გეორგ ზიმონ ომმა (1789-1854 წლები),რომელმაც მეცნიერების ისტორიაში,როგორც ელექტრული წრედის ძირითადი კანონის ავტორმა დაიმკვიდრა სახელი,თავისი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ პირველად 1826 წელს განაცხადა საჯაროდ.

დეივიდ ლივინგსტონის შესახებ…

თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დიდმა შოტლანდიელმა მისიონერმა,აფრიკის მკვლევარმა და მოგზაურმა - დეივიდ ლივინგსტონმა (1813-1873 წლები) “შავი კონტინენტის” შესწავლას მიუძღვნა.

ულუღ ბეგის შესახებ…

საქართველოს დაუძინებელი მტრისა და სისასტიკით განთქმული შუააზიელი მხედართმთავრის – თემურლ ლენგის,იგივე “კოჭლი თემურის” შვილიშვილმა – მუჰმად თაღარაი ულუღ ბეგმა (1394-1449 წლები) დაუნდობელი ბაბუასაგან განსხვავებით,ცხოვრების კარდინალურად განსხვავებული გზა აირჩია.

ვერნერ ფონ ბრაუნის შესახებ…

გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა მეცნიერმა - ვერნერ ფონ ბრაუნმა (1912-1977 წლები) თავისი განვლილი ცხოვრებით დამაჯერებლად დაადუსტურა,რომ გენია და ბოროტება ერთმანეთთან თავსებადები არიან.მან მესამე რაიხის უბოროტესი რეჟიმისათვის შექმნა “შურისძიების იარაღი” (ფაუ 2),ითამაშა უოლტ დისნეის რამდენიმე საბავშვო ფილმში და ადამიანს საშუალება მისცა მთვარეზე გაფრენილიყო.

როჟე მარტინ დიუგარის შესახებ…

1881 წლის 23 მარტს დაიბადა ფრანგი რომანისტი,დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში – როჟე მარტინ დიუგარი. 17 წლის ასაკში წაიკითხა ლევ ტოლსტოის ქმნილება – “ომი და მშვიდობა”.

პიერ სიმონ ლაპლასის შესახებ…

დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე ფუნდამენტალური შრომების ავტორის,დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტი თავის მემუარებში წერდა – “დიდმა ასტრონომმა შეცოდა იმით,რომ იგი ცხოვრებას უსასრულოდ მცირე თვალსაზრისით განიხილავდა და განსჯიდაო”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ალბათ ყველას მიგვიქცევია ყურადღება იმაზე,რომ ახლად შეძენილ ტანისამოსს ყოველთვის თან მოჰყვება ისეთივე ქსოვილის პატარა ნაჭერი ფოლაქთან ერთად (ქვემოთ განთავსებული ფოტო),როგორი ქსოვილითაც არის იგი დამზადებული.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რატომ ეწოდა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – ფრანც იოზეფ ჰაიდნის (1732-1809 წლები) მიერ 1791 წელს დაწერილ “96-ე სიმფონიას” – “სასწაული”?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა წარწერა იყო ამოტვიფრული გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის – პითაგორას (ძვ.წ.ა-ით 580-500 წლები) ბეჭედზე?