Tag Archives: განათლება
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური რუსი პრიმა-ბალერინის – მაია პლისეცკაიას (1925-2015 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები გახლდნენ არა მხოლოდ ჯონ კენედი (აშშ-ის პრეზიდენტი) და მისი მეუღლე – ჟაკლინი,არამედ ჯონის ძმა – რობერტიც.ცნობილია ისიც,რომ პლისეცკაიას აშშ-ი გასტროლების შემდგომ (სწორედ მაშინ შეხვდა მაია პირველად რობეტ კენედის) პრეზიდენტის ძმა თავის ტრაგიკულ აღსასრულამდე ყოველ დაბადების დღეზე უგზავნიდა პრიმა-ბალერინას საჩუქრებს.
ლუი-ალექსანდრ ბერთიე – “ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გენიალურ ფრანგ სამხედრო მოღვაწეს,საფრანგეთის მარშალსა და შტაბის უფროსს – ლუი-ალექსანდრ ბერთიეს (1753-1815 წლები).ბონაპარტთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო,ბერთიეს ხუმრობით – “იმპერატორის ცოლიც” კი შეარქვეს.
რა ბედი ეწია კარდინალი რიშელიეს ნეშტს?
1642 წლის 4 დეკემბერს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთერთ ყველაზე “უდიადეს ინტრიგანად” წოდებული საფრანგეთის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე,კარდინალი - არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,უძველესი ეპოქების საბერძნეთში დაკრძალვის ცერემონიალების ერთერთ შემადგენელ ნაწილს ამა თუ იმ ორატორის სიტყვით გამოსვლაც წარმოადგენდა.თუმცა ორატორებს ასეთი ცერემონიალების დროს,სიტყვით გამოსვლისას,კატეგორიულად ეკრძალებოდათ ელინელთათვის ეგზომ მნიშვნელოვანი “პერსონების” სახელდებით (სხვა დანარჩენებისგან გამორჩევა) მოხსენიება.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი და გრავიორი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები),მის მიერ დახატულ შედევრ-სურათებზე მუდმივად სვამდა ინიციალებს – RHL (რემბრანდტ ჰარმენსი ლეიდენიდან).თუმცა აღნიშნული პრაქტიკა მან პირველად 1632 წელს დაარღვია,
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ ერთადერთი ადამიანის ვინაობა,რომელიც შვედეთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად (1910 წლის 23 ბოემბერს) იქნა დასჯილი სიკვდილით – “გილიოტინის” გამოყენებით.
ანაქარსის კლოოტსი – “ეპიზოდი”
ანაქარსის კლოოტსი (1755-1794 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,პუბლიცისტსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის აქტიურ მოღვაწეს,რომელსაც თავისი მკვეთრი ათეისტური შეხედულებების გამო – “იეჰოვას პირად მტრად” მოიხსენიებდნენ.
გალილეო გალილეი – “ეპიზოდი”
1642 წლის 8 იანვარს იტალიის ულამაზესი ქალაქის – ფლორენციის სიახლოვეს მდებარე დასახლება – არჩეტრში გარდაიცვალა გენიალური იტალიელი ფიზიკოსი,ასტრონომი და მათემატიკოსი – გალილეო გალილეი.
რამდენიმე ფაქტი სკოლების შესახებ…
“გამრავლების ტაბულა”,რომელსაც მსოფლიოს ყველა სკოლაში გამოიყენებენ,ძველ ჩინეთში იქნა გამოგონებული.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი “გამრავლების ტაბულის” ასაკი – 4 000 წელია და იგი არა ძველი ჩინური,არამედ ძველი ბაბილონურია.ცნობისათვის,ძველი ბაბილონური “გამრავლების ტაბულა” სკოლებში არ გამოიყენება.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1834 წელს ინგლისში გამოიცა ეგრეთ წოდებული “ღარიბთა კანონი”,რომლის ძალითაც უმუშევრებს ყოველგვარი ადამიანური უფლებები ეკვეცებოდათ და ისინი იგზავნებოდნენ სპეციალურად დაარსებულ – “მუშათა სახლებში”.