Tag Archives: განათლება
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,თავისი სასტიკი ბუნებით სახელგანთქმულ ესპანური ინკვიზიციის ერთ-ერთ უმთავრეს დამაარსებელსა და ესპანეთის პირველ “დიდ ინკვიზიტორს” – თომას დე ტორკვემადას (1420-1498 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც 10 220 ადამიანი იქნა კოცონზე ცოცხლად დამწვარი და კიდევ უფრო მეტი ნაწამები,განსაკუთრებულად სძულდა მავრიტანიული წარმომავლობის მქონე ხალხი – მავრები,რომლებიც ათიათასობით ებრაელთან ერთად ესპანეთიდან განდევნა.დაასახელეთ ის მიზეზი,თუ რატომ სძულდა უსასტიკეს ჯალათს – ტორკვემადას განსაკუთრებით – მავრები?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველი ადამიანი,რომელსაც პედაგოგი ჰქვია,უცილებლად ფლობს ერთ-ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას.ის,ვისაც პედაგოგად სურს მუშაობის დაწყება,იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცის,პედაგოგად მუშაობის დაწყების არავითარი შანსი არ გააჩნია.დაასახელეთ,რომელი ეგრეთ წოდებული – “ეროვნულ ინსტრუმენტის” დაკვრის ცოდნაა სავალდებულო ჩრდილო კორეელი პედაგოგებისათვის?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციამდე პერიოდში (1939 წელი),პოლონეთის უმაღლესი ხელისუფლება ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ – საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა,ხოლო გერმანელ ფაშისტებთან კი უპირატესობას მოლაპარაკების გამართავს ანიჭებდა.იმ პერიოდში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა – იუზეფ ბეკი (1894-1944 წლები),რომელმაც აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “თუკი პოლონეთის ოკუპაციას გერმანელები მოახდენენ,ჩვენ დავკარგავთ ………,ხოლო თუკი პოლონეთს ხელში ჩაიგდებს საბჭოთა კავშირი,მაშინ ჩვენ დავკარგავთ …..”.დაასახელეთ,რის დაკარგვას გულისხმობდა იუზეფ ბეკი ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში?
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
მას შემდეგ,რაც დიდი ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,დაინტერესდა თუ როგორი წარმატება ხვდა წილად თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს,გამომცემლისაგან შემდეგი პასუხი მოისმინა: “შეგიძლია წმინდა წიგნი უწოდო კაცმა,რადგან ძეხორციელი ვერა ბედავს მის ხელის ხლებას” (ცნობისათვის,რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოების სულ რაღაც – 27 ეგზემპლარი გაიყიდა).დაასახელეთ,სტენდალის რომელი ნაწარმოების შესახებ გასცა ავტორს ასეთი ცინიკური პასუხი გამომცემელმა?!
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რას ეძახდა პერუში მაცხოვრებელი ინკების გაბატონებული გვარი საკუთარ თავს?
სუგავარა-ნო მიტიძანეს შესახებ…
სუგავარა-ნო მიტიძანე (845-903 წლები) – წარმოადგენდა ჰეიანის პერიოდის სწავლულს,პოეტსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს,რომელიც მოგვიანებით მეცნიერების მფარველ ერთ-ერთ სინტოისტურ ღვთაებად აღიარეს.
რობერტ გროსეტესტი – “ეპიზოდი”
რობერტ გროსეტესტი (1170-1253 წლები) – წარმოადგენდა ოქსფორდის ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო სკოლის ინგლისელ ფუძემდებელს,ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერსა და ლინკოლნის საკათედრო ტაძრის ეპისკოპოსს.
სტანჩიკი – (მასხარა,რომელიც ერთადერთი დასტიროდა პოლონეთის მომავალს)
ძალიან რთული დასადგენია,თუ საიდან იღებენ დასაბამს ისეთი კომიკური პერსონაჟები,როგორებიც არიან – “მასხარები”.სრულიად შესაძლებელია,რომ ისინი დასაბამს იღებდნენ მითოლოგიის ღრმა ფესვებიდან,რადგან მასხარები ერთობ ჩამოჰგვანან ისეთ მითოლოგიურ პეროსნაჟებს,როგორებიც გახლდნენ – ტრიქსტერებს.თავის მხრივ კი შევნიშნავ,რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ საყოველთაოდ დადგენილ საზოგადოებრივ წესებს და მასიურად სჩადიოდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.
“მეგრელის” ფსევდონიმის მქონე შესანიშნავი ქართველი მამულიშვილის წერილი გაზეთ “დროებაში”…
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის 50-იან წლებში რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლება ქართული ენის წინააღმდეგ განსაკუთრებულ სადამსჯელო ზომებს მიმართავდა.
რა დაყარეს და რა წარწერა დატოვეს იოსებ ღალიაშვილის მიერ მოკლული პავლე ჩუდეცკის საფლავზე?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, 1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა – იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა იმავე სემინარიის რექტორს – პავლე ჩუდეცკის.