Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ევკლიდე ალექსანდრიელი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და პირველი ავტორი ჩვენამდე მოღწეული თეორიული ტრაქტატებისა მათემატიკაში - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “გეომეტრიის მამა”,ეგვიპტის მმართველის პტოლემეოს I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლები) მიწვევით,მისი სამეფო კარის მეცნიერი და ამასთანავე ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსიც გახდა.
ნიკოლოზ კოპერნიკი – “ეპიზოდი”
გენიალური პოლონური წარმომავლობის მქონ პრუსიელი ასტრონომის,რომლის აღმოჩენამაც საფუძველი ჩაუყარა “ჰელიოცენტრულ სისტემას” - ნიკოლოზ კოპერნიკის (1473-1543 წლები),საფლავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა.
კონფუცი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე - კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი,ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად თავის მოსწავლეებთან ერთად მიდიოდა “ტაის” მთების სიახლოვეს,როდესაც შეამჩნიეს ქალბატონი,რომელიც საფლავზე მოთქმით ტიროდა.
გენიოსები – “ეპიზოდი”
დიდი იტალიელი ექიმი და ფსიქიატრი – ჩეზარე (ჩარლზ) ლომბროზო (1835-1909 წლები) წერდა: “გამოჩენილი პიროვნების ტვინი აბსოლუტურად უნიკალურია.გენიოსები წარამარა სხვა რეალობაში გადადიან,იქიდან ისრუტავენ სრულყოფილებას,რომელსაც შემდეგ ჩვენ გვჩუქნიან.
ანტუან ლორან ლავუაზიე – “ეპიზოდი”
უდიდესს ფრანგ ქიმიკოსს და დამაარსებელს თანამედროვე ქიმიისა -ანტონ ლორან ლავუაზიეს (1743-1794 წლები),მეცნიერების გარდა ბიზნესიც აინტერესებდა და “ბიზნესითაც” გახლდათ დაკავებული.იგი იყო გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც გახლდათ.
საინტერესო ფაქტები განათლების შესახებ…
1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ისტორიაში,რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა,გახლავთ ამერიკელი ქალბატონი – ელიზაბედ ეიჩელბაუმი.მან აღნიშნული დიპლომი 90 წლისა და 58 დღის ასაკში მიიღო.
“იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი” – (ეპიზოდი)
ლათინთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი – ბალდუინ II დე კურტენე (1217-1273 წლები), ეკონომიკურად ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მისმა ბიზანტიელმა ვასალებმა ვალის გადახდის გირაოდ,ვენეციელ მევახშეებს ფასდაუდებელი რელიქვია - “იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი” - საიმპერატორო ეგვტერიდან გაატანინეს. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე დიუმა (უფროსი) – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი - ალექსანდრე დიუმა “უფროსი” (1802-1870 წლები),ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში ვიზიტს აპირებდა,რის შესახებაც ინფორმაცია ამავე მაღაზიის მფლობელმა,დიდი მწერლის სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო.
ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი” – (ეპიზოდი)
რომის უკანასკნელი მე-7 რექსი (მეფე) ძვ.წ.აღ-ით 535-510 წლებში – ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი”-ს მეფობის დროს საკმაოდ საინტერესო ამბავი მოხდა: რომაელი ახალგაზრდების ქეიფის დროს,რომელთა შორისაც ტარკვინიუსის ვაჟი სეკსტ ტარკვინიუსიც იმყოფებოდა,შემთვრალმა ახალგაზრდებმა მსჯელობა დაიწყეს თუ ვისი ცოლი უკეთესი მეოჯახე გახლდათ.
მაიკლ ფარადეი – “ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები), არასდროს ისწრაფვოდა სიმდიდრისა და პატივისაკენ.