Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“ჩუჩხე”

“ჩუჩხე” - ინგლისურ ენაზე “Juche”,წარმოადგენს უმთავრესს იდეოლოგიას – მარქსიზმის ჩრდილო კორეული ვერსიისა,რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში შემოტანილ იქნა 1955 წელს,ამ ქვეყნის პირველი ხელმძღვანელისა და “მარადიული პრეზიდენტის” – კიმ ირ სენის მიერ.

ჯონათან უაილდი

ჯონათან უაილდი - დაიბადა დაახლოებით 1682 წელს ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში,პარიკების დამამზადებლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ინგლისის ყველაზე ცნობილ ავანტურისტსა და დამნაშავეს,რომელმაც ჩამოაყალიბა ერთობ გასაოცარი “თაღლითური სტრუქტურა”.

“ცოდვების მჭამელი”

“ცოდვების მჭამელი” - წარმოადგენდა იმ ადამიანს,რომელიც განსაკუთრებული წესით ჩატარებული რიტუალისას,კერძოდ გარდაცვლილის დაკრძალვის წინ,ჭამდა პურის იმ ნაჭერს,რომელიც სპეციალურად ედო გარდაცვლილს მკერდზე.

ლეიმა გბოვი – “ეპიზოდი”

ლეიმა გბოვი - წარმოადგენს მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს აქტივისტსა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს (2011 წელი) მშვიდობის განმტკიცების დარგში.

მარტი აჰტისაარისა და სლობოდან მილოშევიჩის მოლაპარაკებიდან…

მარტი აჰტისაარი - წარმოადგენს ცნობილ ფინელ პოლიტიკოსსა და დიპლომატს,რომელიც 1994-2000 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო.მოგვიანებით კი გაეროს წარმომადგენელი გახლდათ კონფლიქტების (მათ შორის კოსოვოში) მოგვარების საკითხებში.

ფელიქს ფინკბაინერი

ფელიქს ფინკბაინერი - დაიბადა 1997 წლის 8 ოქტომბერს ბავარიაში (გერმანია).იგი წარმოადგენს იმ გერმანელ ბავშვს,რომელმაც წამოიწყო საქვეყნოდ ცნობილი კამპანია “მილიონი ხის დარგვისა”.

“ყველაზე გრძელი კუდის მქონე ფრინველის ჯიში”

ყველაზე დიდი კუდის მქონე ფრინველად მსოფლიოში (მათ შორის ცხოველებშიც) დღემდე მიჩნეულია,იაპონიის ერთ-ერთ პატარა სოფელ კატიოში (კუნძული სიკოკუ) 270 წლის წინათ,ვინმე გლეხის რიძაე-მონ ტაკეიტის მიერ სპეციალურად გამოყვანილი ქათმის ჯიში,სახელწოდებით - “ღია-ლილისფერი ქათამი”.

“სიცილის ეპიდემია” – ანომალური მოვლენა ტანზანიაში

1962 წლის 30 იანვარს,აფრიკული ქვეყნის ტანზანიის ერთ-ერთ სკოლაში,გაკვეთილის მიმდინარეობისას სამმა მოსწავლე გოგონამ,ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო ისტერიული და განუწყვეტელი სიცილი.იმავე დღეს,ამავე სკოლაში 12 წლიდან 18 წლამდე თითქმის ყველა მოსწავლეს ანალოგიური ხასიათის სიცილი დაეწყო.

„ავტომობილის ისტორიიდან”

1. პირველი საავტომობილო ავარია ისტორიაში დაფიქსირებული იქნა 1771 წლის გაზაფხულზე. მაშინ როდესაც, გამოჩენილმა ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზეფ კუნომ მის მიერ შექმნილი კონსტრუქციის ორთქლის ძრავიანი მანქანა ვერ დაიმორჩილა და პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე იარაღის საწყობის კედელს შეეჯახა.

ივანე მინჩევ ვაზოვი – “ეპიზოდი”

ბულგარული ლიტერატურის “პატრიარქად” წოდებული პოეტი,საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის განათლების მინისტრი (1897-1899 წლებში) - ივანე მინჩევ ვაზოვი (1850-1921 წლები),რომლის შემოქმედებაც გამოირჩეოდა ბულგარელი ხალხის ისტორიისა და პატრიოტიზმის თემებით,ერთგვარად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, (ავტორი გენია.ჯი) ვინც თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას,დამპყრობელის სასმსახურში დგომას არჩევდა.ამ საკითხის ირგვლივ იგი წერდა: