დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციამდე პერიოდში (1939 წელი),პოლონეთის უმაღლესი ხელისუფლება ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ – საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა,ხოლო გერმანელ ფაშისტებთან კი უპირატესობას მოლაპარაკების გამართავს ანიჭებდა.იმ პერიოდში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა – იუზეფ ბეკი (1894-1944 წლები),რომელმაც აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “თუკი პოლონეთის ოკუპაციას გერმანელები მოახდენენ,ჩვენ დავკარგავთ ………,ხოლო თუკი პოლონეთს ხელში ჩაიგდებს საბჭოთა კავშირი,მაშინ ჩვენ დავკარგავთ …..”.დაასახელეთ,რის დაკარგვას გულისხმობდა იუზეფ ბეკი ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში?

ნატო ვაჩნაძის მშობლების შესახებ…

როგორც ცნობილია,ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ქართველი კინომსახიობის - ნატო ვაჩნაძის (1904-1953 წლები) მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს და ყაჩაღად გავარდნილი – ზელიმ-ხანის დაკავება დაავალეს.

პატარა ლეგენდა “ახტალის ტალახის” შესახებ…

გურჯაანში განთავსებული სახელგანთქმული ტალახით სამკურნალო კურორტის – ახტალას შესახებ ერთი პატარა ლეგენდა არსებობს,რომელიც დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორ წარმოიშვა ერთ დროს მდელოებით მოფენილ ახტალაში ესოდენ უნიკალური სამკურნალო თვისებებით ცნობილი ტალახი.

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი სიმბოლო – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული აშშ-ის ერთ-ერთი შტატი – კალიფორნია, 2008 წლის მონაცემების თანახმად ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია.აღნიშნული შტატის დროშაზე,რომელიც 1911 წლის 3 თებერვალს იქნა დამტკიცებული,გამოსახულია მურა დათვის უზარმაზარი ქვესახეობა – გრიზლი,რომელიც თავის მხრივ,კალიფორნიის რესპუბლიკად წოდებული ამერიკული შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს.

იცით თუ არა,რომ

1. დომინიკის თანამეგობრობა ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე,რომლის დროშაზეც ქრისტიანთა წმინდა წიგნი – “ბიბლიაა” გამოსახული.აღნიშნულის გამო რომის პაპმა დომინიკის თანამეგბრობა მსოფლიოში ყველაზე კათოლიკურ ქვეყნად აღიარა.

ზურაბ კუხიანიძე – “მინდვრად დავიჭერ პეპელას”

მინდვრად დავიჭერ პეპელას,

თუ გამოდგება მარაოდ,

ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი უტოპიური კანონი…

კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში,სადაც ცისფერი და ლურჯი ფერის ჯინსები ოფიციალურად არის აკრძალული,რადგან იგი ამერიკულ იმპერიალიზმთან ასოცირდება,თუმცა ასევე ოფიციალურადვე არის დაშვებული მარიხუანას მოხმარება,გასაცოდავებულ ჩრდილო კორეელ ხალხს არა მხოლოდ საკუთარ სახლებში,არამედ საჯარო დაწესებულებებშიც უცილობლად მუდმივად უნდა ჰქონდეთ ჩართული რადიო.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ვინც ცხოვრების გარემოებათა თავის სასარგებლოდ გამოყენება იცის, ფრანგულად – პოლიტიკოსი ჰქვია. საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ იცოდა, თუ საჭირო იყო, მყრალ გლეხსაც ეწვეოდა სტუმრად და დიდებულ დუკას ან გრაფს არ დაინდობდა და თავს მოაჭრიდა. უფრო პოლიტიკით იყო ძლიერი, ვიდრე ბრძოლით, უფრო მელია იყო, ვიდრე ლომი, აიკლო მტრები და გააძლიერა თავისი ქვეყანა”… -  ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)

ადოლფ უილიამ ბუგერო – “პირველი გლოვა”

“პირველი გლოვა” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით დახატულ რელიგიური სიუჟეტის შემცველ დიდებულ სურათს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ თავის ერთ-ერთ საყვარელს – გრიგოლ ორლოვს მარმარილოს ძვირფასი სასახლე აუგო,რომლის ფრონტონზეც (შენობის ფასადი) ოსტატებს წარწერა გააკეთებინა.დაასახელეთ,რა წარწერა გააკეთებინა ეკატერინემ ოსტატებს თავისი “ფავორიტის” სასახლის ფასადზე?