Tag Archives: გენიოსები
ნიკოლოზ კოპერნიკის ბიოგრაფიიდან…
გენიალური,პოლონური წარმომავლობის მქონე პრუსიელი ასტრონომი,მათემატიკოსი,ეკონომისტი და ეკლესიის მსახური (“კათოლიკე კანონიკი”) - ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წლები),მრავალმხრივი ნიჭითა და განათლებით იყო დაჯილდოებული.
ევდოქსე კნიდოსელი
ევდოქსე კნიდოსელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 408 წელს ქალაქ კნიდში (მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ-სახელმწიფო ლაკედომონის კოლონია.იგივე სპარტას კოლონია,რის გამოც ძველი კნიდელები საკუთარ თავს სპარტელებად მიიჩნევდნენ).
სოლომონ დოდაშვილი
სოლომონ დოდაშვილი - დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში,მღვდლის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ქართველი მეცნიერი,საზოგადო მოღვაწე და ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი.
სტრატონი
სტრატონ ლამპასკელი (სტრატონი) - რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც – “ფიზიკოსი”,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 340 წელს ლამპსაკაში.იგი გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფიზიკოსი,ფილოსოფოსი და პერიფათეტიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
პროტაგორას ბიოგრაფიიდან…
დიდი ძველბერძენი სოფისტი ფილოსოფოსი,დემოკრიტეს მოსწავლე,მეგობარი პერიკლესა და ევრიპიდესი - პროტაგორა (ძვ.წ.აღ-ით 490-420 წლები),წარმოშობით ბერძნული დასახლებიდან აბდერიდან გახლდათ (მოგვიანებით თრაკიაში გადავიდა).
ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო – “პინტურიჩიო”
“პინტურიჩიო” - ნამდვილი სახელი – ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო,დაიბადა 1454 წელს პერუჯაში (იტალია).იგი გახლდათ გენიალური იტალიელი მხატვარი და უმბრიული სამხატვრო სკოლის – “კვანტროჩენტოს” ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
ანტონი ვან ლევენჰუკი
ანტონი ვან ლევენჰუკი - დაიბადა 1632 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დელფტში (ნიდერლანდები).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ნატურალისტი და მეცნიერი,რომელმაც შექმნა პირველი სამეცნიერო მიკროსკოპი და სათავე დაუდო მიკროსკოპული მეცნიერების განვითარებას.
ფრედერიკ სენგერი
ფრედერიკ სენგერი - დაიბადა 1918 წლის 13 აგვისტოს რენდკომბში (გლოსტერშირის საგრაფოში,ინგლისი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ბიოქიმიკოსს და ერთადერთ მეცნიერს,რომელსაც ორჯერ მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში.
ჰენდრიკ ავერკამპი
ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27 იანვარს ნიდერლანდების უდიდეს და ულამაზეს ქალაქ ამსტერდამში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი ბაროკოს ეპოქისა.
ანტონიო სტრადივარიუსი
ანტონიო სტრადივარიუსი - ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც ანტონიო სტრადივარი,დაიბადა 1644 წელს იტალიის ქალაქ კრემონაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი სიმებიანი მუსიკალური საკრავების დამზადებისა და განსაკუთრებით ვიოლინოების.