Tag Archives: ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ავკაცნი ყოველთვის უმადურნი არიან და, თუ დასჭირდათ, უყოყმანოდ სჩადიან იმას, რაც არ უნდა ჩაიდინონ, რადგანაც ოღონდ აწინდელი გაჭირვებიდან გამონახონ გამოსავალი და მომავალს აღარ დაგიდევენ”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – პურია ყველა სატკივარის წამალი”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„პატიოსანი გოგო ფეხმოტეხილივით ერთთავად შინ უნდა იჯდეს; რაღა ქალი და რაღა ქათამი: გარე-გარე წანწალი არც ერთს არ დააყრის ხეირს. ვისაც სხვების ნახვა სწადია, იმას ისიც სურს, რომ თავის მხრივ, სხვებმაცა ნახონ. მორჩა, მეტს აღარ გეტყვით”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – „დონ კიხოტი”
„სიყვარულს ორი მტერი ჰყავს: შიმშილი და და მუდმივი გაჭირვება”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა, მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი, ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა. ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს, რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა, მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე, რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ბრწყინვალე ნოველიდან – „ძაღლების საუბარი”
„მკაცრი კანონის ქება ერთი საქმეა,საკუთარ ზურგზე ამ კანონის წვნევა კი მეორე.სიტყვიდან საქმემდე ერთი ნაბიჯი როდია”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნოველებიდან…
„რა თქმა უნდა,სავსებით კანონიერი და სამართლიანია,მშობლები რომ შვილებს ყველაფერში მორჩილებას სთხოვენ,შვილები მშობელთა ნებას უნდა ასრულებდნენ,მაგრამ არანაკლებ ბუნებრივი და კანონიერია ისიც,რომ მშობლებმა ნება დართონ შვილებს,თავის გუნებისად,თავისი სურვილის მიხედვით ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„სხვისი გმობა რად გიკვირთ,როცა თვით ღმერთი ჰგმეს?”