Tag Archives: ეს საინტერესოა

„შიზოიდი” ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინე II-ეს შესახებ…

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად ახსოვს შიზოფრენიით დაავდებული და სხვადასხვაგვარი შლეგი თვისებებით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ეპოქები. აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დიდი ბიზანტიელი იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – იუსტინიანე I-ის უსაყვარლეს დისწულზე და ბიზანტიის შემდგომ იმპერატორზე 565-578 წლებში - იუსტინე II-ზე (520-578 წლები).

მერი I ტიუდორის (“სისხლიანი მერის”) შესახებ…

ჰენრი VIII-სა და ეკატერინე არაგონელის ქალიშვილი – მერი I ტიუდორი (1516-1558 წლები),რომელიც ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე 1553 წელს ავიდა,იმ ერთადერთ ბრიტანელ დედოფალს განეკუთვნება,რომელსაც თავისმა ხალხმა არც ერთი ძეგლი არ აუგო, და ეს მაშინ,როდესაც მისი მეუღლის,ესპანთის მეფის ფილიპე II-ის სამშობლოში აღიმართა მერი I ტიუდორის ქანდაკება.

სხვადახვა ქვეყნების ეროვნული ფრინველები…

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,რიგი სახელმწიფოების ეროვნულ გერბებზე დატანილია ამა თუ იმ სახეობის ის ცხოველები და ფრინველები,რომლებიც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად განიხილებიან სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ ფრინველებად თუ ცხოველებად.

El Ateneo Grand Splendid – (მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზია)

El Ateneo Grand Splendid – წარმოადგენს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის სანტა-ფეს ქუჩაზე განთავსებულ უნიკალური არქიტექტურის მქონე წიგნების მაღაზიას,რომელიც პოპულარული ინგლისური გაზეთის The Guardian-ის მონაცემების თანახმად,მსოფლიოს ულამაზეს წიგნის მაღაზიად არის აღიარებული.

ტომას ჯეფერსონი – “ბავშვების ზნეობრივი დამოძღვრა”

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორმა და ქვეყნის რიგით 3-ე პრეზიდენტმა - ტომას ჯეფერსონმა (1743-1826 წლები),შეიმუშავა და გამოაქვეყნა კანონთა დეკალოგი “ბავშვების ზნეობრივი დამოძღვრისა”,

“ბაზალეთის შავბნელი ბრძოლის” შემდგომ…

ბედუკუღმართი და ბედდამწვარი საქართველოს ისტორიის სისხლით გაჯერებულ ფურცლებზე ძმათამკვლელი ომების ქარიშხალი არაერთხელ არის აღწერილი.აღნიშნულ პოსტში შევეხები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ავადსახსენებელი მოვლენის – “ბაზალეთის ბრძოლის” (1626 წლის გვიანი შემოდგომა) შემდგომ განვითარებულ ერთობ ამაღელვებელ,სამარცხვინო და ყურადსაღებ ფაქტს.მას შემდეგ,რაც ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ძმათამკვლელი ბრძოლა დასრულდა,თეიმურაზს იმერელი ტყვეები მიჰგვარეს.

“ბიბლიის” შესახებ…

“ბიბლია” – ქრისტიანული რელიგიის ის “საღვთო” წიგნების კრებულია,რომელსაც ქრისტიანები უდიდეს სიწმინდედ და განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნად მივიჩნევთ.მასში ჩადებული უკიდეგანო სიბრძნე კაცობრიობის ინტელექტუალური შესაძლებლობის საგანძურს წარმოადგენს და მას არა მარტო რელიგიური,არამედ ღრმა ფილოსოფიური დატვირთვაც გააჩნია.

“ეშმაკის ადვოკატი”

“ეშმაკის ადვოკატი” – 1587 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 227-ე პაპის სიქსტუს V-ეს (1521-1590 წლები) მიერ,კანონიზაციისა და ბეატიფიკაციის (ნეტარად შერაცხვა) საეკლესიო ინსტიტუტების ხელშეწყობის მიზნით,შემოღებული იქნა თანამდებობა,რომელსაც ოფიციალურად “სარწმუნოების ხელშემწყობი” ეწოდა,ხოლო არაოფიციალურად კი – “ეშმაკის ადვოკატი”.

ჯეიმზ I სტიუარტის შესახებ…

ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისის სამეფო ტახტზე ასული სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის ჯეიმზ I-ის (1566-1625 წლები) ოფიციალურად ცნობილი მამა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის მეუღლე – ჰენრი სტიუარტი,იგივე ლორდი დარნლი,ჯეიმზს ღვიძლ შვილად არასოდეს აღიარებდა.

დიდი ქართველი მამულიშვილების ნააზრევი…

1. „უბედურო კაცობრიობავ! სტირი შენ მაშინ, როცა საფლავში ასვენებ მიცვალებულს, მაგრამ არ სტირი მაშინ, როდესაც შენს თვალწინ ცოცხლად იმარხებიან საფლავში და ცოცხალნი ლპებიან!” – არჩილ ჯორჯაძე