Tag Archives: საინტერესო ფაქტები

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”

რომის იმპერიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და იმავე იმპერიის პირველი იმპერატორი – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 19 წლები) მეტად უცნაური თვისებებით გამორჩეული ხელისუფალი გახლდათ.

ტიტუს ფლავიუს დომიციანე – “ეპიზოდი”

ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი რომის საიმპერატორო ტახტზე – ტიტუს ფლავიუს დომიციანე (51-96 წლები) ერთობ ტირანული და დიქტატორული თვისებებით გამორჩეული იმპერატორი იყო.მის მიერ ჩადენილი შიზოიდური და უსამართლო ქმედებების გამო,დომიციანეს უამრავი მოსისხლე მტერი გაუჩნდა.

რატომ აკრიტიკებდა თეოდორ რუზველტი ლევ ტოლსტოის?

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები),რომელიც ერთობ ექსცენტრიული ხასიათით იყო გამორჩეული,დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული პოლემიკაში ცნობილ რუს მწერალთან – ლევ ტოლსტოისთან.

ოტო ფონ ბისმარკი – “ეპიზოდი”

გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკს (1815-1898 წლები) იმთავითვე ექსტრავაგანტულ პიროვნებად მიიჩნევდნენ.

ანდრეი ტუპოლევი – “ეპიზოდი”

1959 წლის სექტემბრის თვეში,ისტორიაში პირველად,აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თავისი ოდიოზური თვისებებით ცნობილი საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვი. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკაში ჩასაფრენად საბჭოელებმა იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი უახლესი და უდიდესი სამოქალაქო თვითმფრინავი – “ტუ – 114″ გამოიყენეს.

მარი-ანტუანეტის შესახებ…

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მწერლისა და კრიტიკოსის – შტეფან ცვაიგის წიგნში – “მარი ანტუანეტი: ორდინარული ხასიათის პორტრეტი”,კარგად არის ასახული თავისი ტრაგიკული აღსასრულით ცნობილი საფრანგეთის დედოფლის –  მარი-ანტუანეტის (1755-1793 წლები) ბიოგრაფია.

რატომ განაცხადა ლევ ტოლსტოიმ უარი ქართველ სარძლოზე?

როგორც ცნობილი გახდა,რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) ტულის გუბერნიაში განსაკუთრებული დავალებით მივლენილი ვაჟი – ანდრეი ტოლსტოი ულამაზეს ქართველ თავადის ქალზე – ელენე გურიელზე ყოფილა შეყვარებული და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა.

ანრი მატისი – “ეპიზოდი”

1934 წელს ამერიკელმა გამომცემელმა – ჯორჯ მეისმა გადაწყვიტა ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი მწერლის – ჯეიმზ ჯოისის მიერ დაწერილი რომანი – “ულისე” გამოეცა.წიგნისათვის საჭირო ილუსტრაციების დახატვა მან გენიალურ ფრანგ მხატვარსა და სკულპტორს - ანრი მატისს (1869-1954 წლები) შეუკვეთა.

აგათა კრისტი – “ეპიზოდი”

 დეტექტიური ჟანრის დიდ ინგლისელ მწერალ ქალს - აგათა კრისტის (1890-1976 წლები),თავისი შემოქმედების ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა:

ლუსიენ გიტრი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ რესტორანში მოსაუზმე გამოჩენილ ფრანგ მსახიობსა და დრამატურგს – ლუსიენ გიტრის (1860-1925 წლები) ოფიციანტმა შემწვარი კიბორჩხალები მიართვა.მალევე,ლუსიენმა ოფიციანტს თავისთან უხმო და ჰკითხა: