Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ეკატერინე II-ეს “საფლავის ეპიტაფია”

რუსეთის დედოფალმა ეკატერინე II-მ (1729-1796 წლები), რომელიც მეუღლე გახლდათ მეტად არაპოპულარული იმპერატორის პეტრე III-ისა (მეფობდა 1761-1762 წლებში), თავადვე 1762 წელს სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი და მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ.

ნიკიტა ხრუშოვი – „ეპიზოდი”

ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა ამერიკელთათვის პირველობა ჩამოერთვა ყველა სფეროში (გარდა დემოკრატიისა და თავისუფლებისა), განსაკუთრებით კი იარაღის წარმოებასა და კოსმოსის გამოკვლევის საკითხებში. ეს ორი საკითხი მეტად მტკივნეული გახლდათ ყველა საბჭოთა გენსეკისათვის და გამონაკლისი ამ მხრივ, არც - ნიკიტა ხრუშოვი (1894-1971 წლები) გახლდათ.

შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”

1960 წლის ზაფხულში საფრანგეთის ლეგენდარულ პრეზიდენტს (1958-1969 წლებში) და სახელმწიფო მოღვაწეს - შარლ დე გოლს,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “გენერალი დე გოლი”,ნორმანდიაში ყოფნის დროს ეწვია პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი.

“ცნობილი ადამიანების საყვარელი ნაწარმოებები”

1. კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურისა და Apple-ს თანადამფუძნებლის,აწგარდაცვლილი - სტივენ პოლ ჯობსის,ყველაზე საყვარელ წიგნად მიიჩნეოდა,ინდოელი იოგას – პარამაჰანსა იოგანანდას (1893-1952 წლები),მიერ 1946 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები: “იოგას ავტობიოგრაფია”.

არნე ბერლინგი – “ეპიზოდი”

არნე ბერლინგი (1905-1986 წლები) გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი შვედი კრიპტოგრაფი,მათემატიკოსი და პროფესორი,რომელმაც 1940 წელს ორ კვირიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ,სხვა სპეციალისტებისაგან დამოუკიდებლად (მარტომ),გაშიფრა გერმანული კოდური ტექსტი,რომელსაც გამოიყენებდნენ სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციისას ფაშისტები.

ტომაზო და მოდენა – “ეპიზოდი”

“სათვალეები – ეს სახეა,ხოლო მასში ეკონომიას არასოდეს აკეთებენ” – ეს ცნობილი დევიზია სათვალეებისა,თუმცა ბევრად გვიანდელი პერიოდისა.სათვალეები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საჭირო ნივთია არა მარტო იმ ადამიანთთათვის,რომელთაც მხედველობის პრობლემები აქვთ,არამედ მზის სხივებისგან საუკეთესო დამცავ საშუალებასაც წარმოადგენს და ერთგვარ მოდურ ატრიბუტადაც კი იქცა მისი გამოყენება თანამედროვე სამყაროში.

“მეუღლის დიდი რწმენა”

XIX საუკუნის 90-ანი წლების დასასრულს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეტროიტის ერთ-ერთ ელექტრო კომპანიაში,დღეში 10 საათის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდა მექანიკოსი მამაკაცი.იგი ყოველ კვირაში ხელფასის სახით სულ რაღაც 11 $-ს იღებდა.

ნორბერტ ვინერი – “ეპიზოდი”

გენიალური ამერიკელი მათემატიკოსი - ნორბერტ ვინერი (1894-1964 წლები),რომელსაც “კიბერნეტიკის მამად” მოიხსენიებდნენ,რადგან ფუნდამენტურ ნაშრომ – “კიბერნეტიკაში” მოახდინა ახალი მეცნიერების,კიბერნეტიკის ძირითადი ამოცანების ფორმულირება,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,უკიდურესი გულმავიწყობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.

ორეგონული გრძელთმიანი გარეული ცხენი – “ლინუსი”

ლინუსი – წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ცხენს,რომელიც დაიბადა 1884 წელს,ორეგონის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები).განეკუთვნებოდა “ორეგონული გრძელთმინანი გარეული ცხენის სახეობას”.

ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”

აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი,მოქანდაკე და გამომგონებელი - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები),ცნობილი იყო არა მარტო მისი შედევრებით,არამედ იმითაც,რომ უმკაცრესად იცავდა “ვეგეტარიანელის” აბსოლუტურად ყველა თვისებას.