Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ერიკ დე ბიშოპი – “ცურვის არ მცოდნე საოცარი მოგზაური”

გამოჩენილი ფრანგი მოგზაური,ეთნოგრაფი,პოლინეზიის მკვლევარი და მწერალი - ერიკ დე ბიშოპი (1891-1958 წლები),რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა “თავზეხელაღებული” მოგზაურობებით,თავის მიერვე შექმნილი კანოეთი “კაიმილოა” და მის მიერვე აგებული ტივით,სახელწოდებით “ტაიტი-ნუი”,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიცოცხლის ბოლომდე ცურვის არ მცოდნე გახლდათ.

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”

რომის პირველი იმპერატორის,რომლის სახელსაც უკავშირდება მეორე ტრიუმვირატის შექმნა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) შესახებ,ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს,იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი,რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას,ამიტომ იგი მასთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა:

პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი იმპრესიონიზმისა - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები),ახლო მეგობარი გახლდათ,შესანიშნავი ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის – ანრი მატისისა (1869-1954 წლები),რომელზეც იგი 28 წლით უფროსი გახლდათ.

ლეგენდარული – “კლდეში ჩარჭობილი ხმალი”

უამრავ ადამიანს სმენია დღემდე დაუჯერებელი ლეგენდა – “კლდეში ჩარჭობილი ხმლის” შესახებ.ზოგიერთი წყაროს ცნობით აღნიშნული ლეგენდა უკავშირდებოდა მეფე არტურის შესახებ მოთხრობილ ერთ-ერთ მითს და უთითებდნენ იმ ადგილსაც (ავალონი),სადაც კლდეში ჩაარჭვეს ხმალი.

ჟაკ-ლუი დავიდი – “ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მხატვარი და ფრანგული ნეოკლასიციზმის ფუძემდებელი ჟაკ-ლუი დავიდი (1748-1825 წლები),აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში და იგი ყველასათვის ცნობილი ფრანგული კონვენტის წევრიც გახლდათ 1792 წელს.ცნობილია,რომ მან ამავე პერიოდში ხმა მისცა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას.

არისტიდე – “ეპიზოდი”

გამოჩენილ ძველბერძენ მხედართმთავარს სპარსებთან ომისა და სახელმწიფო მოხელეს ძველი საბერძნეთისა - არისტიდეს (ძვ.წ.აღ-ით 530-467 წლები),ძალიან უარყოფითი და შეიძლება ითქვას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან და ერთ-ერთ ფუძემდებელთან ათენური დემოკრატიისა – თემისტოკლესთან (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები).

გიიომ დიუპიუტრენის ბიოგრაფიიდან…

გიიომ დიუპიუტრენი (1777-1835 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ექიმი,ანატომი,საფრანგეთის მეფის ლუი XVIII დე ბურბონის პირადი ექიმი და ცნობილი მეცენატი.ამასთანავე იგი გახლდათ პარიზის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო აკადემიის სრულფასოვანი წევრი.

ფრანსუა ვიიონის ბიოგრაფიიდან…

მაშინ, როდესაც ერთ-ერთ უდიდეს შუასაუკუნეების ფრანგ პოეტსა და ლირიკოსს - ფრანსუა ვიიონს (1431-1491 წლები) სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სახრჩობელაზე ჩამოხრჩობით (მას სრულიად უმართებულოდ წარუყენეს ბრალი), დაწერა თავისი უკანასკნელი ლექსი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:

“ფიურერბუნკერი”

“ფიურერბუნკერი” – წარმოადგენდა გერმანიის დედაქალაქის ბერლინის ცენტრში,რაიხსკანცელარიის (სამხრეთ-აღმოსავლეთით) შენობის დაბლა განთავსებულ ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ და დაცულ მიწისქვეშა კომპლექსს,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა ნაცისტური გერმანიის “ბელადმა” – ადოლფ ჰიტლერმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ.

ჯაკომო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”

გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს და მსოფლიოში სახელგანთქმული ორმოქმედებიანი ოპერის – “სევილიელი დალაქის” (დაწერილი 1816 წელს) ავტორს - ჯაკომო ანტონიო როსინის (1792-1868 წლები),მაშინ როდესაც მისი შემოქმედება და პოპულარობა “პიკს” აღწევდა,მშობლიური ქალაქიდან – პეზაროდან (მარკეს რეგიონი – იტალია),საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.