Tag Archives: ციტატები

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„წლობის რაოდენობით კი არ განისაზღვრება,თურმე,ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა,არამედ – მახსოვრობის მარაგით; ამიტომ,მთავარი ის კი არ არის,თხუთმეტისა ხარ თუ ასთხუთმეტისა,არამედ – რამდენი გახსოვს,კარგიც და ცუდიც”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყველაზე გულახდილ აღსარებებს ის კარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს,რომელთაც მთელი ცხოვრება ფარისევლობაში გალიეს”.

„დამაკვირდი”

1. „სიმართლეს,ერთგული მეგობრების გარდა,დაუძინებელი მტრებიც ჰყავს”. – გურამ ასათიანი

„დამაკვირდი”

„არც ერთ ეპოქას არ ჰქონია იმდენი სხვადასხვაგვარი ცოდნა ადამიანის შესახებ,როგორც თანამედროვეობას,მაგრამ არც ერთ ეპოქას არ სცოდნია ისე ცოტა,თუ რა არის ადამიანი,როგორც დღევანდელს…” – მარტინ ჰაიდეგერი

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მოიქეცი,როგორც წესია და ნუ ინაღვლი,რას იტყვის ქვეყანა”.

„დამაკვირდი”

1. „მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი სასარგებლო ღმერთი ჩვენთვის არის ოქრო და ვერცხლი.თუ შენ მათ შეიტან შენს სახლში,მაშინ შენ შეგიძლია მოისურვო რაც მოგეხასიათება და ყველაფერი ეს მაშინვე გექნება: ქონებაც,სახლიც,ვერცხლის ჭურჭელიც,მეგობრებიც,მლიქვნელი მსახურნიც,მოწმეებიც და დამსმენნიც.საჭიროა ცოტა მეტი მისცე და შენი მსახურნი გახდებიან თვითონ ღმერთებიც კი”. – მენანდრე

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ – ეეჰ! ადამიანი ბედნიერებას თოფით რატომ უნდა ეძებდეს!.. ან თოფით რატომ უნდა იცავდეს? – ეს მიკვირს მხოლოდ!”

ბორის პასტერნაკი წერდა…

„უმეტესწილად ასე გვემართება ადამიანებს: თავს რომ მოგვაჭრიან,ქუდზე ხელს მაშინ ვიტაცებთ ხოლმე”.

ონორე დე ბალზაკი წერდა…

„ისინი,ვინც ისწრაფვიან სახელი სიკვდილის შემდეგ გაითქვან,ხელს უშლიან ახალგაზრდებს სახელი გაითქვან იმ ასაკში,როცა წინსვლა შესაძლებელია და საჭირო”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბრძენი ის არის,ვისაც შეუძლია წინ გადაუდგეს და ტყვედ წაიყვანოს თავისი თავი”.