Tag Archives: წმინდა მამათა შეგონებანი…
წმინდა მამათა შეგონებანი
1. “არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი,ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას,როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი”. – ღირსი ისააკ ასური
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. “კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე,სიყვარული თუ არა მაქვს,მხოლოდ რვალი თუ ვარ მოჟღრიალე,მხოლოდ წკრიალა წინწილი.წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს,ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა,ისე,რომ მთების დაძვრაც შემეძლოს,სიყვარული თუ არა მაქვს,არარა ვარ.მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული,სიყვარული თუ არა მაქვს,არას მარგია”.
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. ” ვიფიქროთ სიკვდილზე იმიტომ,რომ ჩვენ რომც დაგვავიწყდეს,მას არ დავავიწყდებით.სიკვდილი არ შეგვპირებია,რომ დაგვიცდის მანამ,ვიდრე ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. “ვისაც ღმერთის არ ეშინია,მას ყველაფრის უნდა ეშინოდეს”. – წმინდა ათანასე დიდი
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. “ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს”. – ღირსი გაბრიელი
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. თუ კი ვინმე ქრისტიანთაგანი მოწყალებას არ გასცემს,იგი საუფლო საქორწინო პალატათა მიღმა დარჩება და დაიღუპება.ამიტომ.ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა,ღარიბ ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ. – “იოანე ოქროპირი”
“წმინდა მამათა” შეგონებანი…
1. ჩვენი გამოჯანმრთელების შემდგომ ღვთის მიმართ გამოვლენილი ყველაზე დიდი მადლიერება ის იქნება,რომ სიცოცხლის დანარჩენი დრო მისი მცნებებით ცხოვრებაში გავლიოთ.
“წმინდა პიმენ მრავალსნეული”
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები,რომ ის ცათა სასუფევლის კარია – “წმინდა იოანე ოქროპირი”.
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. ძენო მაღლისანო! რასა იტყვის წინამძღვარი ჩვენი გონება და გამოიღვიძეთ,გამოიღვიძეთ ღრმა ძილისაგან,ეს თვალღია ძილი შემარცხვენელი სიკვდილია კაცისა.