Category Archives: სხვა
“ბურაკუმინები”
“ბურაკუმინები” - “Burakumin” გახლავთ,საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთი უმცირესობა იაპონიაში,რომლებიც შთამომავლები არიან კასტისა,სახელწოდებით “არაწმინდები,არასუფთები”.
ალბერტ აინშტაინის შესახებ…
ალბერტ აინშტაინი ბუნებით მეამბოხე იყო და ვერ იტანდა პირობითობებს.როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა,ისე იცვამდა,როგორც თავად მოსწონდა და კარგად გრძნობდა თავს,და ყურადღებას არ აქცევდა იმას,თუ როგორი სანახავი იყო იგი ამ დროს.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ნააზრევი…
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი პატივმოყვარე ადამიანი არ იყო, რაზეც საიუბილეო ბუკლეტის გამომცემელთათვის გაგზავნილი წერილიც მეტყველებს. როდესაც ალფრედმა შეიტყო, რომ ბუკლეტში მისი პორტრეტის გამოქვეყნებას აპირებდნენ, გამომცემლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“სურვივალიზმი”
“სურვივალიზმი” - გახლავთ საზოგადოებრივი “სუბკულტურა”,რომელიც წარმოდგება ინგლისური სიტყვისგან: Survival და ითარგმნება,როგორც – “გადარჩენა”.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს “მოგონებებიდან”
“ჭაბუკობის დროიდან დამჩემდა ჩვეულება,რომელსაც ვერ დავაღწიე თავი,მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
“საუდადი”
“საუდადი” - წარმოადგენს სპეციფიკურ თვისებას პორტუგალიელი და გალისიელი ხალხის კულტურასა და ეროვნულ ხასიათში,რომელიც შესაძლოა აღიწეროს ისეთი სიტყვებით,როგორებიცაა: მელანქოლია,ნოსტალგია,მწუხარება და სევდა.
“ექვთიმე (ღვთისკაცი) თაყაიშვილის მოგონებებიდან”…
“იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა,შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლებოდა,მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის.
აკაკი წერეთელი – “სიბრძნის წუთი”
საზოგადოდ,იმერეთში და კერძოდ,ლეჩხუმისაკენ,ბევრი მოიპოვებოდა იმისთანა კაციცა და ქალიც,რომ ქართულის მეტი არა იცოდა-რა,მაგრამ კარგად კი იყო გონებაგახსნილი და განვითარებული.
თეოდორ დე ბანვილი – “ალფონს დოდეს დახასიათება”
“საოცრად ლამაზი სახე,ქარვისფერი კანი,სწორი და ხშირი წარბები,ღრმად ჩასმული,ერთდროულად ანთებული და ნამიანი,ოცნებაში წასული თვალები,სისხლივით წითელი,ვნებიანი პატარა ტუჩები,ჩვილის თმასავით რბილი წვერი,მეროვინგელთა დინასტიის მეფეების მსგავსად მხრებზე ჩამოყრილი ხშირი ფაფარი…
ჩინგიზ აითმატოვის ნააზრევი…
“მტკიცედ მწამს,რომ აუცილებელია შევინახოთ წარსულის ტრადიციები,ადამიანის სულის ჭეშმარიტი ფასეულობანი – მათ შორის ეროვნული თავისებურება და თავისთავადობა კულტურისა,როგორც დამცველი საფარი საყოველთაო უნიფიკაციის გზაზე”. (ავტორი გენია.ჯი)