Category Archives: სხვა
ოტია იოსელიანი წერდა…
„თურმე არაფერი ხდება შემთხვევით და ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს”.
თამაზ ჭილაძე წერდა…
„მოუნელებელმა სიბრაზემ, მოუთოკავმა პატივმოყვარეობამ იდიოტობამდეც კი შეიძლება მიიყვანოს ადამიანი”.
კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
„და მე მგონია: მეფეების, მთავარსარდლების და დიდი გენერლების ისტორია, ალბათ კაცობრიობის ისტორიაც ზოგჯერ მუცელზე მხოხავი ისტორიკოსებისა და მემატიანების მოჩმახული ამბავია”.
ბესიკ ხარანაულის ნააზრევი…
„სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არ კმარა, გარჩევა უნდა და სიბრძნე…”
ევარისტ გალუას ხმამაღლა თქმული…
„აბა სცადოს გაწამებულმა ადამიანმა და მრისხანების ან განწირულების ჟამს მკვლელობა ჩაიდინოს! ვინ იხსნის მას გილიოტინისაგან?
ოშო-ს ნააზრევი…
„არას” თქმა ამქვეყნად ყველაზე ადვილია. ამისათვის არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ამბობთ „არას” და მორჩა! თუ ამბობთ „დიახ”, ყველაფერი მხოლოდ იწყება. „არა” ყოველთვის დასასრულია, „დიახ” – ყოველთვის დასაწყისი”.