Category Archives: სხვა
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი წერდა…
“რა თქმა უნდა,არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისათვის,რომ ახალი ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი წანამორბედების მსგავსი იყოს,მიუხედავად მათ ხელთ არსებული ხელკეტებისა და სპეცრაზმებისა,ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობების,დაპატიმრებებისა და მასობრივი დეპორტაციებისა.
ამონარიდი იესე ბარათაშვილის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლიდან – “ცხოვრება-ანდერძი”
“შვილნო,გაწყენთ თავს და მოგახსენებთ: ჩემის ცოდვით ისეთი ხომ არავინ გამოხვედით,რომ მეცნიერება მიგეღოთ,მაგრამ ეს ხომ ბუნების წესია: იცოდეთ: სიტყვიერნი დავიბადენით და სიტყვიერს გონებაც უნდა ჰქონდეს და გონებიანს ხომ ეს შვენის,თავის სარჩო და სასიცოცხლო მოიგონოს და ეცადოს,
არტურო ტოსკანინი ამბობდა…
ფენომენალური მეხსიერებისა და სმენის მქონე XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსი და დირიჟორი – არტურო ტოსკანინი (1867-1957 წლები) ამბობდა:
ძალიან საყურადღებო ამონარიდი ნინო ბერიას (გეგეჭკორის) უკანასკნელი ინტერვიუდან…
“ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.ღმერთი ყველას უმართავს ხელს,ვინც კი საკუთარი ერის კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის იღწვის.უცილობლად გასათვალისწინებელია,რომ სხვა ერის შვილები არასოდეს აფასებენ სათანადოდ უცხოელის დამსახურებას მათი ერის წინაშე,რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი.
ალექსის დე ტოკვილი – “რა არის ამერიკისა და რუსეთის უმთავრესი დანიშნულება?”
გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი და საფრანგეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი – ალექსის დე ტოკვილი (1805-1859 წლები),რომელსაც 1849 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა,ამერიკისა და რუსეთის უმთავრესი პოლიტიკური მისწრაფების შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წერდა:
აკაკი წერეთელი წერდა…
“ყოველ ქვეყანაში,ყოველ ხალხისაგან გარდა ველურისა,მიღებულია,რომ თავიანთი გამოჩენილი შვილების 25 წლის მოღვაწეობა იდღესასწაულონ ხოლმე.ამ დღესასწაულს ეძახიან “იუბილეს”.ჩვენ,ქართველები არ მივდევთ ამ ჩვეულებას,ალბათ იმიტომ,რომ 25 წელიწადი არ მიგვაჩნია საკმარისად და მეტსა ვთხოულობთ.
ეძღვნება ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობას
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნის მოსახლეობა ერთადერთ გუნდს,თავის,საკუთარ ეროვნულ ნაკრებს დაუჭერს მხარს,ჩვენ კი ოცდათორმეტს და ოცდათორმეტივე სხვისი იქნება.
ვასილ ბარნოვი წერდა…
“ისე, სხვათაშორის თუ ვიტყვით, უცხოური საჩუქრები თუ სამკაულები ძველთაგანვე ჰყვარებიათ ჩვენში, შაჰთა თუ ყაენთა საბოძვარისთვის, ხალათისთვის, უცხო ქვეყნებიც ურბევიათ, თავიანთთვისაც არ დაუყრიათ ხეირი.
მუხრან მაჭავარიანი – „ქართველთა უმთავრესი თვისება”
„სახელოვან უცხოელებს ქართველობას აბრალებენ, სახელოვან ქართველებს არა-ქართველობას სწამებენ.
მუხრან მაჭავარიანი – „ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს…”
„ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს საუკუნეთა მრავალთა შემდგომ ქართველი ყმაწვილის ხმას: „ – აი, ია!”