Category Archives: სხვა
ქართული ხალხური სიბრძნის ნაკვესები…
“იესო ქრისტე ცოფიან ძაღლს არ დაემალა და მთვრალ კაცს დაემალაო”.
ვაჟა-ფშაველა წერდა…
“მაკვირვებს ჩემი ბედი,ჩემი მდგომარეობა ქართველ საზოგადოებაში: გარეგანი პატივისცემა დიდი,ხოლო საქმით კი – არაფერი.გინდ მე ვყოფილვარ,გინდა ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ძაღლი.ძაღლს ან კი რა უჭირს,იმას პურის ნატეხს,ძვალს მაინც ვინმე გადაუგდებს,მე კი თუ ვითხოვე რამ,მომთავაზებენ ქვას პურად და ნაცარს თვალებში შესაყრელად.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის დამოკიდებულება ატომური იარაღისადმი…
“თანამედროვე ცხოვრების სულ უფრო და უფრო მზარდი გართულებების დროს,მეოცე საუკუნის კინეტიკის შემოტევის პირობებში,პიროვნება იზღუდება გიგანტური ორგანიზაციების მიერ,რომლებიც ყოველი მხრიდან უტევენ და ემუქრებიან მას პოლიტიკურად,მეცნიერულად,ეკონომიურად.
ქართველთათვის საყურადღებო კრიტიკული წერილი…
“ჩვენ,ქართველები ოინის ხალხი ვართ,ან ჩვენ ვხუჭავთ თვალებს,ან სხვები გვგონია თვალხუჭულა.ნუთუ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა? მთელი ოცდახუთი,ოცდაათი წლის განმავლობაში მარტოკა ეხლა აღირსეს თბილი სიტყვა და თბილი ლუკმა,
ხუმრობა
ხუმრობა – ადამიანის არარსებითი,არაპრინციპული მნიშვნელობის მქონე ისეთი უმტკივნეულო დაცინვაა,რომელიც ამა თუ იმ პიროვნების ღირსებას ზიანს არ აყენებს; პირიქით,ხუმრობა ეს გახლავთ ვითომობითი დაცინვა.
ალ-მუთანაბის ნააზრევი…
“როცა ბერიკაცი იფურთხება სიცოცხლის აუგად,მას განა სიცოცხლე მობეზრდა,არამედ საკუთარი სიძაბუნე.სიცოცხლის დამამშვენებელი ჯანსაღობა და ახალგაზრდობაა.როცა ისინი ზურგს შეაქცევენ ადამიანს,მაშინ კაციც პირს იბრუნებს ცხოვრებისაგან.
ნიკო ნიკოლაძის აღსარება ქართველ ხალხს…
“მას აქეთ,რაც მე ჩემს თავს ვიცნობ,მე ერთი წადილის მეტი არა მქონია,ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია.მე შენ მიყვარდი,შენ მწამდი,შენ გემსახურებოდი ავად თუ კარგად,როგორც შემეძლო,როგორც ჭკუა მიჭრიდა.
უილიამ ფოლკნერის სიტყვა “ნობელის პრემიის” მიღების დღეს…
“ვგრძნობ,რომ ეს პრემია მიმანიჭეს არა პირადად მე,როგორც კაცს,არამედ ჩემს შემოქმედებას – მთელი ცხოვრების ნაჭირვებს,სიმწრის ოფლში ტანჯვაგამოვლილ ადამიანურ სულს,ნაწამებს არა სახელისა ან სიმდიდრის მოსახვეჭად,არამედ იმისათვის,რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა.
ვასილი სტალინის დახასიათება…
“ამხანაგი ვასილი იოსების ძე სტალინი 1944 წლის მაისიდან ასრულებს დივიზიის მეთაურის მოვალეობას.პირადად ამხანაგ სტალინს გააჩნია კარი ორგანიზატორის უნარი და ნებისყოფა.
იოსებ სტალინი ებრაელების შესახებ 1913 წელს წერდა…
“საქმე, პირველ ყოვლისა, იმაშია, რომ ებრაელობას არა ჰყავს მიწასთან დაკავშირებული ფართო, მყარი ფენა, რომელიც შეაკავშირებდა ერს არა მარტო როგორც ჩონჩხი, არამედ როგორც “ეროვნული” ბაზარი.