Category Archives: სხვა
“სიბრძნის წუთი”
სიბრძნით განთქმული მოხუცი,ერთ-ერთი მჭერმეტყველისა და ორატორის ქადაგებას დაესწრო.მას შემდეგ,რაც ორატორი ქადაგებას მორჩა,მოხუცს ჰკითხა,
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“ახლანდელი საზოგადოება უფრო მხეცთა გროვას წარმოადგენს,მანამ სათნო ადამიანების საზოგადოებასა; ჯერედ მის მოქმედებას და ნებას მართავს ძველი დევიზი: “ვაგლახი ძლეულთა!”
იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები…
დიდი ქართველი მამულიშვილი,პედაგოგი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილი (1840-1912 წლები),სიცოცხლის სამოცდამეცამეტე წელში იყო გადასული,როდესაც ფიზიკურად მოტყდა.სიკვდილის წინ ხანგრძლივად არ უავადმყოფია, – იგი მხოლოდ ერთ თვეს იყო ავად.
ფილიპე გოგიჩაიშვილი – “ქართველების თვისების შესახებ”…
“მართლაც ჩვენ,ქართველები,ისე პატარა ხალხი ვართ,რომ ყველანი – ასე ვთქვათ – ერთმანეთს ვიცნობთ პირადად.ისე ახლოსა და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს,რომ დაწვრილებით ვიცით ერთმანეთის ავი და კარგი,
“ნოსტალგია” – (ეპიზოდი)
ნოსტალგია – ბერძნული წარმომავლობის მოქნე სიტყვაა და “სამშობლოში (შინ) დაბრუნების ტკივილს (სევდას)” აღნიშნავს.ნოსტალგია,შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას წარსულისა და სხვა რიგი მოვლენების მიმართაც,თუმცა ძირითადად მაინც სამშობლოში დაუბრუნებლობისაგან გამოწვეული სევდის გამომხატველ ტერმინად მიიჩნევა.
რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
“ვწევარ თუ ვდგავარ,ვზივარ თუ დავდივარ,დღეა თუ ღამეა,თვით ძილშიაც კი,ვიღაცებს ვეკამათები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ავ-კარგზე.აი,რა არის მიზეზი,რომ ცოტას ვწერ.აი,რა არის მიზეზი,რომ საშინლად ვიღლები.ეს იქნება მიზეზი ჩემი აღსასრულისაც.სადღაც უთუოდ გასკდება გული”.
ვაჟა-ფშაველა წერდა…
“იქ ვინ ნახა თავისუფლება,საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან,არც მაუბნებენ,არც მამღერებენ,არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდე?! – სხვას არაფერს,გარდა ზიზღისა,მძულვარებისა.
ნოდარ დუმბაძე – “ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში”
„მამებო! არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითხოს:
მიგელ დე სერვანტეს საავედრა ამბობდა…
“ჩემი ცხოვრება და ჩემ მიერ ჩადენილი საქმეები – აი,ჩემი სისხლის სიწმინდის საბუთები; ადამიანს გამოაჩენს საქმენი მისნი.თქვენ გინდათ იმის საბუთები,რომ ჩემში წმინდა სისხლი ჩქეფს? გავიწყდებათ ესპანელი ჯარისკაცების დამსახურებანი.მე ვდგავარ აქ,თქვენ წინაშე, და მოგაგონებთ,შეხედეთ ამ ხელს,ეს ხელი შევწირე ესპანეთის დიდებას.თქვენ გაინტერესებთ,თუ როგორი სისხლი მაქვს? გადაფურცლეთ ჩემი ცხოვრება და იქ ამოიკითხავთ!