Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი და ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი - მაო ძე დუნი კბილებს არასოდეს იხეხდა.იგი ამ საკითხის ირგვლივ ამბობდა: ”ვეფხვები როდის იყო კბილებს იხეხავდნენო”.
იცით თუ არა,რომ
1. ”ტურინის სუდარას” – (ქრისტეს სუდარა),რომელიც დაცულია ტურინის საკათედრო ტაძარში,ოცი წლის განმავლობაში შეისწავლიდა,საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი ექიმი და ექსპერტი – მანუელ გარსია ველასკესი,რომლის დასკვნის თანახმადაც,მაცხოვარს სხეულზე,სულ მცირე,ექვსასი სხვადასხვა დაზიანება და სისხლდენა აღენიშნებოდა.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებულ შტატებში – “დიდი დეპრესიის” პერიოდში (1929 -1939 წლები),ქვეყანაში არსებული ბანკების 44% გაკოტრდა.
იცით თუ არა,რომ
1. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი - ელისაბედ II,პირველი ბრიტანელი მონარქია,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთს 1986 წელს.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი წერდა: “ვფიქრობ,შევძლებდი ფლობერის დამარცხებას, 5 რაუნდს გავძლებდი მოპასანის წინააღმდეგ,მაგრამ რაუნდსაც ვერ ვიბრძოლებდი ლევ ტოლსტოის წინააღმდეგ… ეშმაკმა დალახვროს,ცხვირსაც არ გავყოფდი რინგზე”.
იცით თუ არა,რომ
1. პირველი კატა,რომელიც კოსმოსში იქნა რაკეტის მეშვეობით გაგზავნილი,გახლდათ ,სახელად – ფელისეტა (რომელსაც შემდგომში – “ასტროკატა” უწოდეს).ფელისეტა ფრანგებმა კოსმოსურ მოგზაურობაში 1963 წლის 18 ოქტომბერს გაგზავნეს.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ინგლისელი მუსიკოსის და ლეგენდარული “ბითლზის” წევრის - ჯონ უინსტონ ონო ლენონის – მეუღლე იოკო ონო,მდიდარი იაპონელი ბანკირის შვილი გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ ლენონი იოკო ონოს,რიგით მესამე ქმარი იყო.
იცით თუ არა,რომ
1. მეცნიერთა დასკვნების თანახმად,დრომ და ეროზიამ დინოზავრის ნაშთების 99% გადაშალა.
იცით თუ არა,რომ
1. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ოლიმპიელი ღმერთების საკვებს,რომლის მეშვეობითაც უკვდავებას და მარადიულ სიყმაწვილეს ინარჩუნებდნენ – “ამბროსია” ერქვა,ხოლო სასმელს – “ნექტარი”.