Category Archives: იცით თუ არა,რომ

იცით თუ არა, რომ?!

1. ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ვირტუოზი მევიოლინის – ფრანჩესკო ვერაჩინის (1690-1768 წლები), თავისი ორი ვიოლინოსათვის შემდეგი სახელები ჰქონდა დარქმეული: “წმინდა პეტრე” და “წმინდა პავლე”.

იცით თუ არა,რომ

1. ერთ-ერთ უდიდესს და უძველეს ბრიტანულ ენციკლოპედიაში “Encyclopaedia Britannica”-ში,რომელიც გამოცემულ იქნა 1768 წელს,ადამიანთა მოდგმა შემდეგ ნაწილებად იყო დაყოფილი: ამერიკელები,ევროპელები,აზიატები,აფრიკელები და მონსტრები.

იცით თუ არა,რომ

1. სამედიცინო ისტორიაში პირველად ტერმინი “ფსიქიატრია” და “ჰოსპიტალი ფსიქიატრიული თერაპიისათვის” (ფსიქიატრიული საავადმყოფო),შემოღებულ იქნა დიდი გერმანელი მედიკოსის,ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის – იოჰან კრისტიან რეილის მიერ (1759-1813 წლები).

იცით თუ არა,რომ

1. მას შემდეგ,რაც ლავრენტი ბერიას,აღელვებულმა დემეტრაძემ მოახსენა დიდებული ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავი,განაცხადა: “შენ რას ღელავ აგრე,მოიკლა და მოიკლა.რა მოხდა ასეთიო!

იცით თუ არა,რომ

1. პირველი მულტიპიკაციური ფილმი მსოფლიოში გახლავთ,ცნობილი ფრანგი კარიკატურისტის – ემილ კოლის,მიერ შექმნილი და 1908 წლის 17 აგვისტოს ნაჩვენები ნახატი ფილმი,სახელწოდებით: “ფანტასმაგორია”.

იცით თუ არა,რომ

1. პრველად “ქოლგა” ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში იქნა გამოგონებული და მის სამშობლოდ ეგვიპტესა და ჩინეთს მიიჩნევენ.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა (ტენორმა) – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები),მისი დიდებული კარიერის მანძილზე 7-ჯერ გაიკეთა “ხმის იოგების” ოპერაცია.

იცით თუ არა,რომ

1. “ბაქტერია” და “ბაცილა” ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვაა,თუმცა პირველის წარმომავლობა ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მეორესი კი ლათინური ენიდან.

იცით თუ არა,რომ

1. ჩინეთში,ტანის საიმპერატორო დინასტიის მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),ჩაით ვაჭრობა სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მემამულეს,რომელთაც ჩაი მოჰყავდათ,ვალდებული იყვნენ “საიმპერატორო ობლიგაციებზე” გაეცვალათ იგი სახელმწოფოსათვის.

იცით თუ არა,რომ

1. პირველ “სტომატოლოგებად” მიჩნეული არიან,აპენინის ნახევარკუნძულზე I ათასწლეულში მაცხოვრებელი უძველესი ხალხი – ეტრუსკები.როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან სტომატოლოგიით ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში იყვნენ დაკავებულები.