Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა, რომ?!
1. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გაქცეული 60 000 ადამიანიდან, ნებაყოფლობით თავის სამშობლოს მხოლოდ და მხოლოდ 2 მათგანი დაუბრუნდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ვენეციელ მეხანძრეებს ქალაქში არსებული არხებიდან ზღვის მარილოვანი წყლით შენობა-ნაგებობებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ოფიციალურად აქვთ აკრძალული,
იცით თუ არა, რომ?!
1. ცნობილ ირანელ მოჭადრაკე ქალს – დორსა დარაჰშანს ირანის საჭადრაკო ნაკრების წევრობაზე მხოლოდ იმის გამო ეთქვა უარი, რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა – ჰიჯაბის ტარებაზე. სამაგიეროდ იგი, ამერიკის შეერთებული შტატების საჭადრაკო ნაკრებში იქნა აყვანილი.
იცით თუ არა, რომ?!
1. ლეგენდად ქცეული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ჩერჩილის უმშვენიერესი გარეგნობის მქონე დედას – ჯენი ჯერომ-ჩერჩილს – მაჯაზე დრაკონის ტატუ ჰქონდა დატანილი.
იცით თუ არა, რომ?!
1. სპარტელებს უამრავი ილოტი მონა კი ჰყავდათ, თუმცა პირად საკუთრებაში მათი ყოლიების უფლება არც ერთ მათგანს არ გააჩნდა, რადგან მონები სპარტაში – „სახელმწიფო საკუთრებას” წარმოადგენდნენ.
იცით თუ არა, რომ?!
1. ციმბირის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მსჯავრდებულების გაკატორღებას სანამ მეფის რუსეთი და შემდგომ, საბჭოთა კავშირი მიჰყოფდნენ ხელს, მანამდე გაციმბირებით მსჯავრდებულებს XIII-XV საუკუნეებში სჯიდნენ ოქროს ურდოს ფეოდალურ სახელმწიფოში.
იცით თუ არა, რომ?!
1. ვეფხვის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის – „ამურის ვეფხვის” მკვლელობა ადამიანის მკვლელობასთან არის გათანაბრებული ჩინეთში და სასჯელიც შესაბამისი გააჩნია – სიკვდილით დასჯა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ინგლისის ცოლთმოძულე მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს იმდენად გასუქდა, რომ მისი უდიდებულესობის წონამ – 177 კილოგრამს მიაღწია.
იცით თუ არა, რომ?!
1. მართვის პირველი მოწმობა ისტორიაში, რომელსაც „მექანიკური ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობის სერთიფიკატი” ეწოდა, გაცემული იქნა პარიზში 1893 წელს.