Category Archives: ისტორია
ფრიდრიხ ენგელსი რომის იმპერიის შესახებ წერდა…
„რომის სახელმწიფო უზარმაზარ,რთულ მანქანად იქცა და მისი დანიშნულება მარტოოდენ ის იყო,რომ ქვეშევრდომებისათვის სისხლი გამოეწოვა…
ეკატერინე II დიდის შესახებ…
„თავის დროზე ისტორია შეაფასებს მისი მეფობის ზეგავლენას ზნეჩვეულებებზე,ცხადჰყოფს მის მკაცრ დესპოტიზმს,რაც იფარებოდა სათნოებისა და მოთმინების საფარქვეშ. ხალხი,დაჩაგრული მთავარმართლებისაგან,ხაზინა,გაძარცვული საყვარლების მიერ,გვაჩვენებს მის საზიზღარ მანჭვა-გრეხას და მაშინ მისგან ცდუნებული ვოლტერის ხმა ვერ იხსნის მის ხსოვნას რუსეთის წყევლა-კრულვისაგან”.
ქალაქ ბამიანის ტრაგიკული ხვედრი…
ჩინგიზ-ყაენის დაქვემდებარებაში მყოფი მონღოლი მეომრების განსაკუთრებულ სისასტიკესა და ულმობლობაზე რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას,ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ მათი „საქმენი საგმირონიდან”.
ჯუზეპე გარიბალდი – „ეპიზოდი”
„მხოლოდ სიცივეს და შიმშილს,დღედაღამ სიარულს,ბრძოლას და სიკვდილს ვთავაზობ იმას,ვინც გამომყვება. ვისაც იტალია უყვარს, წამოვიდეს!” – ამ სიტყვით მიმართა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდავო ლიდერმა და იტალიის ეროვნულმა გმირმა - ჯუზეპე გარიბალდიმ (1807-1882 წლები) თავის მშობელ ერს.
ოტო ფონ ბისმარკის შესახებ…
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გერმანია ჯერ კიდევ 38 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო დაქუცმაცებული.
ტვიროსელების კრეატიული თავდაცვის იარაღი
თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქის – ტვიროსის შტურმის დროს,გენიალური სამხედრო სტრატეგისა და მხედართმთავრის – ალექსანდრე მაკედონელის დაქვემდებარებაში მყოფი არმიის ჯარისკაცები ერთობ უჩვეულო და კრეატიული თავდაცვის იარაღს გადააწყდნენ.
ფრანც იოზეფ რარკოვსკი – „ეპიზოდი”
„ყოველმა ჩვენგანმა იცის,რომ ამ მშფოთვარე დღეებში დგას ჩვენი ხალხის სიცოცხლის საკითხი; და ყველა,ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში,ხედავს ბრწყინვალე მაგალითს ნამდვილი მებრძოლისას,როგორიცაა ჩვენი ფიურერი და უმაღლესი მთავარსარდალი,დიდი გერმანიის რაიხის უპირველესი და უმამაცესი ჯარისკაცი,რამეთუ ის არის თქვენთან მოწინავე ცეცხლის ხაზზე”.
ბრეშას ტრაგიკული ისტორიიდან…
1769 წლის 18 აგვისტოს იტალიის ჩრდილოეთში განთავსებულ ქალაქ ბრეშაში მეხი დაეცა სან-ნაზაროს ბასტიონში განთავსებულ დენთის საწყობს,რამაც საშინელი სიმძლავრის მქონე აფეთქება გამოიწვია.
სტალინგრადი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1943 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად სტალინგრადთან საბოლოოდ იქნა განადგურებული გერმანელ ფაშისტთა მე-6 არმია გენერალ-ფედმარშალ პაულიუსის ხელმძღვანელობით,პირველი უცხოელები,რომლებმაც მიწასთან გასწორებული ქალაქი მოინახულეს იმავე წელს,
ასე ახარა ერთ-ერთმა ფილადელფიურმა გაზეთმა მკითხველს ჯორჯ ვაშინგტონის მიერ თანამდებობის დატოვება?
მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა (1732-1799 წლები) თანამდებობა დატოვა,მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ ერთობ კრიტიკულად განწყობილმა „ძმური სიყვარულის ქალაქად” წოდებულ ქალაქ ფილადელფიაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა აღნიშნული ფაქტი მოსახლეობას შემდეგი სახის ინფორმაციით ახარა: